ნიურნბერგის საშობაო ბაზრობა კვლავ ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა

ქალაქ ნიურნბერგში (გერმანია) საშობაო ბაზრობამ კიდევ ერთხელ დაიკავა პირველი ადგილი ჟურნალ Time Out-ის თემატურ რეიტინგში – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
სპეციალურად შეკრებილი ექსპერტების ჟიურის მიერ შედგენილი ეს სია ყოველწლიურად მოიცავს ევროპაში ყველაზე საინტერესო და ლამაზ საშობაო ბაზრებს.
ნიურნბერგის საშობაო ბაზარი პირველად მე-17 საუკუნეში მოიხსენიება და მას შემდეგ დიდად არ შეცვლილა. ეს ბაზრობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურად ითვლება.
ქალაქის მთავარ მოედანზე 200 წითელი და თეთრ ზოლიანი დახლია განლაგებული, სადაც ევროპულ შობასთან დაკავშირებული ყველაფერი იყიდება – ჯანჯაფილის პურითა და დაშაქრული კაკლით დაწყებული, ხელნაკეთი სუფრის ჭურჭლითა და ტექსტილით დამთავრებული.
ასევე მიირთმევენ პუნშს და გლინტვეინს, ბავშვებისთვის კი არის პატარა ეშმაკის ბორბალი, რომელსაც ე.წ. საშობაო კარუსელი აქვს – სამსართულიანი ხის კონსტრუქცია ზღაპრული ფიგურებით, რომლის მინიატურული ასლი ყველა გერმანულ სახლში საშობაო ნაძვის ხის ქვეშ დგას.