ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ლივერპულმა” “ნიუკასლიდან” ალექსანდერ ისაკი პრემიერლიგისთვის სარეკორდო 125 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ შეიძინა.
მოლაპარაკებები დიდხანს გრძელდებოდა, “კაჭკაჭებს” შვედის გაყიდვა არ სურდათ, თავად ისაკი კი კლუბს ტრანსფერს დაჟინებით სთხოვდა და “ნიუკასლთან” ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებდა.
ბუნებრივია ამან “ნიუკასლის” ქომაგების გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ეს ბრაზი კარგ ბიზნესად აქცია. მაგალითად, Scott & Wilson პაბში ახალი ბურგერი შექმნეს, რომელმაც “კაჭკაჭების” ქომაგებში დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთმა ადამიანმა დააგემოვნა, რატომ? რადგან მისი სახელია “შვედური ვირთხა”.
პაბის მფლობელმა გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა: თუ წასვლა სურდა, მას ამის უფლება ჰქონდა, თუმცა ის რაც გააკეთა, არასპორტული საქციელია, მთელი ზაფხულის განმავლობაში ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თავი მსხვერპლად მოჰქონდა, შემდეგ კი პირველივე შანსის მიღებისთანავე გაიქცა. მისი წასვლა ისე უნდა აღგვენიშნა, რომ ეს ისაკსაც გაეგო, ვფიქრობ, საკვები ამისთვის შესანიშნავი გზაა”, – განაცხადა პაბის მფლობელმა.
შეგახსენებთ, ისაკმა “ლივერპულთან” 6-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
მომზადებულია Thenorthernecho-ს მიხედვით
[VIDEO] მამარდაშვილი ისევ არ ათამაშეს – სობოსლაის ბრწყინვალე ჯარიმით “ლივერპულმა” “არსენალს” სძლია
“ლივერპული” პრემიერლიგის “გალაქტიკოსი” გახდა” – ჯეიმი კარაგერი
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს – “ნიუკასლმა” შვედი დააჯარიმა
“ნიუკასლის” არაბული მილიარდები იქოქება – მწვრთნელად 3 ტოპ სპეციალისტს განიხილავენ
“ნიუკასლმა” ვოლტემადე 90 მილიონად შეიძინა – ისაკს გზა გაეხსნა?
პოჩეტინომ “ნიუკასლს” პირობა წაუყენა: იყიდეთ ის და მე გავხდები მწვრთნელი
გადაწყდა – ისაკი 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ლივერპულში” ითამაშებს
“ნიუკასლის” ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა” – უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
“ნიუკასლი” ბეილის სანაცვლოდ დიდ ფსონს ჩამოდის
“არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?” – კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ბრიტანელი პოლიტიკოსები პრემიერს მიმართავენ: არ მიჰყიდო არაბებს “ნიუკასლი”!
ცნობილი გამოცემების პროგნოზები – მამარდაშვილი სანაკრებო პაუზას შესაძლოა, 1 თვის უთამაშებელი შეხვდეს
“ნიუკასლს” არაბული მილიონები დაეტყო და ტოპ-ფეხბურთელები მოუნდა




