“ნიუკასლმა” “ვალენსიას” მამარდაშვილის თაობაზე პირველი შეთავაზება გაუკეთა

“ნიუკასლმა” “ვალენსიას” მამარდაშვილის სანაცვლოდ 41-მილიონიანი წინადადება გაუკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას Cope-ს ჟურნალისტი პედრო მორატა ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდებიან თუ არა “ღამურები” “კაჭკაჭების” ამ შეთავაზებას. მორატას ცნობით, ახლა ბურთი “ვალენსიას” მფლობელის პიტერ ლიმის მოედანზეა.
შეგახსენებთ, აქამდე ესპანური გამოცემები წერდნენ, რომ “ვალენსია” მამარდაშვილის გასხვისებას მინიმუმ 35 მილიონ ევროდ გეგმავდნენ. Evening Standart-ის ცნობით, “მამარდას” დამატებით ლონდონის “ჩელსიც” ინტერესდება.
· შინი.GE
· მარაო