ლეგენდარული უეინ რუნი “ნიუკასლის” ფორვარდის, ალექსანდერ ისაკის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, შვედს “ლივერპულში” გადასვლა სურს და “ნიუკასლში” დაბრუნებაზე და გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარს აცხადებს, თავის მხრივ “კაჭკაჭებმა” ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კლუბი ისაკის გაყიდვას არ გეგმავს და ალექსანდერი ვარჯიშზე უნდა დაბრუნდეს.
რუნის თქმით, ისაკის საქციელი თანაგუნდელებისადმი უპატივცემულობაა.
“ნიუკასლში” რომ ვთამაშობდე, ისაკის დაბრუნება არ მენდომებოდა. ვფიქრობ, როცა ფეხბურთელები ტოვებენ კლუბს, რაც მუდმივად ხდება – არსებობს სწორი გზა. გაფიცვას ვერ გამოცხადებ, ვარჯიშზე არ მისვლა არ შეიძლება. გინდ გინდოდეს წასვლა, თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს პატივი უნდა სცე და მათ გვერდით იყო.
პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ისაკი “ნიუკასლში” დაბრუნებას და ფანების გულის კიდევ ერთხელ მოგებას მოახერხებს, ზოგ შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ როგორც პიროვნება, მე ვერ შევძლებდი მისი დაბრუნების მიღებას.
შეგიძლია სთხოვო კლუბს, რომ გაგიშვას, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ან კლუბი თავად გეტყვის, რომ უნდა წახვიდე, მაგრამ პროფესიონალი უნდა იყო. გყავს მეგობრები, ვისთანაც თამაშობ, გყავს გულშემატკივრები, რომლებიც დიდ ფულს იხდიან შენი თამაშის სანახავად და მხარს გიჭერენ, ამიტომ გაქცევა არ შეიძლება. ვინც ერთხელ ამას გააკეთებს, ვინც ამას ერთხელ გააკეთებს, გარანტია არ არსებობს, რომ კვლავ ასე არ მოიქცევა”, – განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა BBC-სთან ინტერვიუში.
“სიტიმ” იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა – დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
“გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს” – ფაბრიციო რომანო
კვარაცხელიას თანაგუნდელმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგის გუნდში გააგრძელოს
“მილანის” ორი ვარიანტი – “როსონერის” შეტევა ვლაჰოვიჩით ან ჰოილუნით გაძლიერდება
ლტოლვილობიდან სარეკორდო ტრანსფერამდე – ალექსანდერ ისაკის გზა პრემიერლიგამდე
რუნი სამწვრთნელო საქმიანობის დაბრუნებასთან ახლოსაა
რუნი: “მანჩესტერ იუნაიტედს” ან “ევერტონს” სიამოვნებით გავწვრთნიდი
“ნიუკასლი” ისაკის “ლივერპულში” გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მარკ გეჰი მამარდაშვილის თანაგუნდელი გახდება – “ენფილდზე” ჯოვანი ლეონისაც ელოდებიან
რუნი შესაძლოა, კიდევ ერთი ინგლისური გუნდიდან დაითხოვონ
შეშკომ არჩევანი გააკეთა – “ლაიფციგის” ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
“ლივერპულის” მორიგი ტრანსფერი – მამარდაშვილის გუნდმა 18 წლის მცველი 35 მილიონ ევროდ შეიძინა
“არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?” – კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
“მესმის, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით” – შირერმა შეშკოს “მანკუნიანელებში” შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
კაზემირო: წელს პრემიერლიგას “მანჩესტერ იუნაიტედი” მოიგებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს – “ნიუკასლმა” შვედი დააჯარიმა
“არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი – მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც კი გაუწვრთნია
“ბორნმუთთან” მატჩში “ლივერპულის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და “ლივერპულის” გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა
“შესანიშნავი მწვრთნელია” – რუნიმ ტენ ჰაგი დაიცვა
რუნი “პლიმუთს” აღარ გაწვრთნის
უგოლო ფრე ბირმინგემში – “ასტონ ვილა” “ნიუკასლს” დაუზავდა
ისაკი “ლივერპულში”, შეშკო “ნიუკასლში” – მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელები რასმუს ჰოილუნდის საქციელით უკმაყოფილოები არიან
დონარუმამ კარიერის პრემიერლიგის გუნდში გაგრძელება გადაწყვიტა
“ლევერკუზენმა” შესაძლოა, “იუნაიტედის” ყოფილი მცველი დაიმატოს
“ნიუკასლმა” “ლივერპულის” 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა – ისაკი “კაჭკაჭებში” დაბრუნებას არ აპირებს
წელიწადში 30 მილიონზე მეტი – ისაკმა საუდის არაბეთიდან სუპერშეთავაზება მიიღო
“ონანა თუ დე ხეა?” – ვან დერ სარმა არჩევანი გააკეთა
“ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს” – ფერდინანდი “არსენალთან” მარცხის შემდეგ
სპერციანს მყიდველების რიგი დაუდგა – სად გააგრძელებს კარიერას სომეხი ფეხბურთელი?
“სიტიმ” იმაზე დიდი ხელფასი შესთავაზა, ვიდრე პსჟ-სგან მოითხოვდა – დონარუმა პრემიერლიგას უახლოვდება
“გვარდიოლა ამ ფეხბურთელის დამატებაზე ოცნებობს” – ფაბრიციო რომანო
