ნისტელროი ინგლისის ჩემპიონშიპის გუნდის მწვრთნელი ხდება

De Telegraaf-ის ინფორმაციით, ცნობილი ნიდერლანდელი ფეხბურთელი და ახლა უკვე მწვრთნელი რუდ ვან ნისტელროი ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “ბარნლის” ჩაიბარებს.
“კელტებს” გასულ სეზონში ვინსენ კომპანი თავკაცობდა, რომელმაც გუნდი უძლიერესთა შორის ვერ დატოვა, თუმცა თავად ბელგიელი მიუნხენის “ბაიერნის” დამრიგებლად დანიშნეს.
47 წლის ნიდერლანდელი წარსულში 1 სეზონის განმავლობაში პსვ-ის თავკაცი გახლდათ.