ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმში პირველი ავიარეისი გადაიდო უკრაინული დრონებით იერიშის გამო

პირველი ავიარეისი, რომელიც 6 მაისს ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის აღდგენილ აეროპორტში უნდა შესრულებულიყო გადაიდო უკრაინული დრონებით შეტევის გამო.
ავიაკომპანია „იკარის“ თვითმფრინავი ჩკალოვის სახელობის აეროპორტიდან 6 მაისს ადგილობრივი დროით 17:50 საათზე უნდა აფრენილიყო. გაფრენა რამდენჯერმე გადაიდო ს ცენტრალურ ნაწილში საჰაერო სივრცის გამოყენებაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების გამო. მიზეზი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში გახდა, რის გამოც რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეჩერდა.
ბოლო ინფორმაციით, რეისი დღეს, 7 მაისს 12:50 წუთზე უნდა შესრულდეს.
სოხუმის აეროპორტმა მუშაობა 1 მაისს განაახლა, მოსკოვიდან პირველი რეისი ავიაკომპანია „ЮВТ аэро“,- მ შეასრულა.
რუსეთის ხელისუფლება სამარშრუტო ქსელის გაფართოებას გეგმავს, გათვალისწინებულია სოხუმში ფრენა რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა საერთაშორისო ნორმებს არღვევს. ფრენების დაწყება დაგმო ევროკავშირმა.
ფორუმი