ნინო ჯღარკავა: ოთოს ძალიან უყვარს მისი ორი შვილი, არცერთის დედასთან არ ცხოვრობს დღეს… ოთარ ჩრდილელი კაცი ხარ

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

ზოგმა არასწორად გაიგო თუ არასწორად დაიწერა, თითქოს ოთარ ჩრდილელი მხოლოდ შვილის მკურნალობას აფინანსებდა და მამობის სურვილიც არ ქონია, არაა ეს ასე, მე კარგად ვიცი ეს ისტორიები და ამიტომ თავს მივცემ უფლებას დავწერო.

ოთოს ძალიან უყვარს მისი ორი შვილი, არცერთის დედასთან არ ცხოვრობს დღეს, მაგრამ გადასარევი მამაა, უბრალოდ ეს გოგო ანი, პირველი ქორწინებიდან დედამ ზიზღით გაზარდა მამის მიმართ, თავად შვილის გადაწყვეტილება იყო მამასთან კონტაქტის გაწყვეტა, ძალიან მტკივნეული თემა იყო ეს ყოველთვის ოთოსთვის და ხშირად უსაუბრია მეგობრებთან ამაზე, ის კი ცალკე თემაა რომ მისთვის ძვირადღირებული კლინიკები არ დაუკლია, საბანკო ვალების ხარჯზე, ოთარ ჩრდილელი კაცი ხარ, იმედი მაქვს რომ ანი ახლა მაინც მიხვდება რა ჩაიდინა და ოდესმე დაუბრუნდება მამას:((((