“მართლა რა უნდოდა ამ უცნობს, ვინ ექაჩებოდა ენაზე? რა შეწყალება, ვისი შეწყალება, მისი ძმის, ლევანის გვამზე რომ ლამის დავლური იცეკვეს იმ ხალხის? ვინ გეკითხება შენ ამ აკაცუკების შეწყალების მოთხოვნას და მერე მათ ყიჟინას და ისევ ჩვენს დაცინვას! წადი რა, იმღერე ძმაოოო, შენი საქმე აკეთე!” – წერს ოცნების პროპაგანდისტი ნინო ჯღარკავა და მიმართავს ოცნების პროპაგანდისტ უცნობს, რომელმაც პროდასავლურ აქციებზე დაკავებულებთან დაკავშირებით თქვა: “მივმართავ პრემიერმინისტრს და საპატრიარქოს, გამოუშვით ეს ადამიანები, იქნებ სიკეთე მაინც დაინახონ. მზად ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ვიკისრო”




