ნინო ჯღარკავა ინგა გრიგოლიას: გაივლის ეს პოლიტიკური ვაკხანალია, დამთავრდება ეს ყველაფერი და თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს ოდესმე!

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა:

ახლა მივმართავ ინგა გრიგოლიას – მიუხედავად იმისა რომ წავშალე მეგობრობიდან, მქონდა ამის მიზეზი, არ მინდოდა მის სტატუსებზე რამე დამეწერა უკმეხი, გავუფრთხილდი იმ ურთიერთობას და ვამჯობინე წაშლა, მიუხედავად ამისა არასდროს ჩემს კედელზე არავისთვის მიმიცია მისი ლანძღვის საშუალება, არც ,,ობიექტივში,, ,,როცა გადაცემები მიმყავდა. ინგა, ახლა შენ უყურებ რას კადრულობს შენი ტელევიზია და შენი მეგობრები- ბუკია ჟორჟოლიანი და რა ნამუსით ხარ ჩუმად, შენ მათზე კარგად მიცნობ, ისიც კარგად იცი ვინც ვარ, როგორც ვცხოვრობ და რა კავშირი მაქვს იმ სიბინძურეებთან რასაც მაბრალებენ, ჩუმად ხარ, მე კი არასდროს გავჩუმებულვარ, შენს დასაცავადაც ამომიღია ხმა და შენი ოჯახიც დამიცავს, მერე სამართლიანობაზე როგორ უნდა ილაპარაკო, ან ობიექტურობაზე, ქათამმა წყალი დალია და ღმერთს ახედაოო.

მიუხედავად ყველაფრისა მე არ დამავიწყდება შენი ზარი შუაღამით, ჩემი შვილის ოპერაციის წინ, შენს გვერდით ვარ რამე ხომ არ გჭირდებაოო, არც მარის სიყვარულის გამოხატვა, არც ის ნაოპერაციებ ჩემს შვილთან შენი და რომ შევიდა პირველი და დამაწყნარე კარგად არის არ ინერვიულოვო. არ დამავიწყდება არასდროს! მაქვს ეს სენტიმენტები ადამიანური და იციი, იმ ხალხს ვინც გარს გახვევია, გამოდიან და შენზე მერე ათას სიბინძურეს ჭორაობენ, მე გერჩივნოო დამიჯერე და იმ შენს კოლეგებს კიდევ ასწავლე რა არის ადამიანური თანადგომა! სულ ეს მინდოდა მეთქვა! გაივლის ეს პოლიტიკური ვაკხანალია, დამთავრდება ეს ყველაფერი და თვალებში უნდა ჩავხედოთ ერთმანეთს ოდესმე!