ნინო ჯანგირაშვილი: უკვე გაცხადდა კობახიძის განათლების რეფორმის ნამდვილი არსი–თბილისის ცენტრში მდებარე შენობებს გაყიდიან და ფულს იშოვნიან

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
უკვე გაცხადდა კობახიძის განათლების რეფორმის ნამდვილი არსი–თბილისის ცენტრში მდებარე შენობებს გაყიდიან და ფულს იშოვნიან. ახალი წესებით საგრანტო დაფინანსების მიღების წესებიც შეიცვლება და უფრო ნაკლები სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას. 12–ე კლასის გაუქმებითაც ფულს დაზოგავენ. სულ ეს არის. ამათი ერთადერთი ამოცანა ახლა ფულის შოვნა და დაზოგვაა. რეჟიმს ფული არ აქვს და აღარც ექნება. ერთადერთი შემოსავალი იზოლირებულ და გაკოტრებულ ქვეყანაში შეიძლება კრიმინალური გზებით იშოვონ, თუმცა ეს გზები საერთაშორისო დანაშაულზე გადის და დიდი შარია.
რეჟიმი, რომელმაც თვითონ აღიარა რომ წლებია კორუფციაში იხრჩობა სინამდვილეში არის კოლაფსში. ორი პათოლოგიური სოციოპატის ამარა დარჩენილი სისტემა შეუძლებელია რამემ გადაარჩინოს, გარდა იმისა, რომ ჩვენ სწორად ვერ ვორგანიზდებით. ტეხავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – მხარდაჭერას ვუცხადებთ ელჩ პეტერ ფიშერსა და გერმანელ კოლეგებს – „ქართული ოცნების“ მხრიდან მის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები და მტრული რიტორიკა ღრმად შემაშფოთებელია

რომეო მიქაუტაძის ყოფილი თანამშრომელი – ჩვენი ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე “მომავლის ენერგიის” და “ნახიდურის” პროექტებს ფლობდა – როცა საქმე ეხებოდა ამ კომპანიების საკითხებს, თანამშრომლები მახსენებდნენ, რომ ამ პროექტებს ფლობდა ბატონი რომეო