ნინო ჯანგირაშვილი: სწორედ ამიტომ, უნდა დაგვანახოთ, რომ ახლა, როცა მართლა ქვეყნის ბედი წყდება, თქვენც ბოლომდე წვავთ უკან დასახევ ხიდებს და ჩვენთან ერთად ომში მოდიხართ გამარჯვების რწმენით!

“რადგან ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ: თუ რომელიმე ოპოზიცია ამბობს, რომ არ აღიარებს არჩევნებს და ბოიკოტშია თუ რა ვიცი, რაც არის, ეგრევე უნდა წავიდეს და ჩახსნას სია, გაიუქმოს რეგისტრაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტყუილად ნუ შეარხევთ ჰაერს თქვენი ლაპარაკით და ჩვენც ნუ დაგვღლით. დიახ, თუ ოთხი ბარიერგადალახული პარტია გაიუქმებს რეგისტრაციას პარლამენტი ვერ შედგება.
თუ არ გაიუქმებენ და უბრალოდ იკეკლუცებენ, შევა ქოცი პირველ სხდომაზე, აღიარებს ყველა დანარჩენის უფლებამოსილებას და პარლამენტიც ლეგიტიმურად ჩაითვლება. ჩვენ გამოვალთ ქუჩაში და დაგვარბევს ხარება. თქვენ აქციებს მორცხვად აქეთ-იქიდან შორიახლო ჩაუვლით თქვენი პარტიული დროშებით. დაიწყება უსაშინლესი ტერორის და გარუსების წლები. მოკლედ, პარლამენტის ბოიკოტირების ხსენებაც კი არ მინდოდა, ისე მწარედ მახსოვს 4 წლის წინანდელი ამბები. მაგრამ, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ 4 პარტიას შეუძლია ამ უბედურებისგან გადაგვარჩინოს. თუ ამას არ იზამთ და ერთი ადგილის თამაშს დაიწყებთ, თან უკან დასახევ გზებსაც დაიტოვებთ, აქციებზე ნუ დაგვიძახებთ. თქვენი დაძახება არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ შევეცდებით რამე მოვიფიქროთ ამ უბედურებიდან თავის დასაღწევად.
P.S. ვიცით, რომ რეგისტრაციის გაუქმება პარტიის დაფინანსების შეწყვეტას ნიშნავს, ყველა პრივილეგიის დაკარგვას, რაც ბარიერის გადალახვით მოიპოვეთ. სწორედ ამიტომ, უნდა დაგვანახოთ, რომ ახლა, როცა მართლა ქვეყნის ბედი წყდება, თქვენც ბოლომდე წვავთ უკან დასახევ ხიდებს და ჩვენთან ერთად ომში მოდიხართ გამარჯვების რწმენით!” – წერს ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა – კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმების საფუძველზე, არჩევნებს ტოტალურად გაყალბებულს უწოდებს