ნინო ჯანგირაშვილი: ივანიშვილი გადაფსიხებულია, შეკვეთილში დაიბარა

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი TV პირველის ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს – ტელეკომპანია “კავკასიას” დირექტორი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმის“ კრიტიკული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, გუშინ საღამოს, ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში დაიბარა.

მისი თქმით “ქართული ოცნების” დამფუძნებელი “გადაფსიხებულია”, რადგან “ძალიან კარგად იცის, რომ “შესაძლოა, საერთაშორისო ძებნილი გახდეს და დაიჭირონ”.

ივანიშვილმა, რომელიც გადაფსიხებულია, შეკვეთილში დაიბარა, მან [ბიძინა ივანიშვილმა] ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ეს დასკვნა მისთვის. სულ ვამბობდი, ვხუმრობდი, რომ სანქციების გარდა, არსებობს წითელი ცირკულარი ივანიშვილი იმდენს იზამს, რომ ამასაც მიაღწევს-თქო და მგონი, მიაღწია. მან ზუსტად იცის, რომ შესაძლოა გახდეს საერთაშორისო დამნაშავე, საერთაშორისო ძებნილი და დაიჭირონ და ჰააგას, ან რომელიმე ქვეყნის იურიდიქციას გადასცენ. კობახიძე და მისი გუნდი ამდენი ხნის განმავლობაში ატყუებდა ივანიშვილს, რომ ეუთოსთან მუშაობდნენ, რომ ვერაფერს დაწერდნენ. საბოლოოდ კი დაიდო დასკვნა. 

რაც შეეხება კობახიძიეს ის არის, მანიაკი, სადისტი, პირდაპირრუსია, ეფ-ეს-ბე-სთან მიბმული, მას ეუთოს დასკვნა ფეხებზე კიდია და გააგრძელებდა ასე, მაგრამ ივანიშვილისთვის არ არის სულერთი. ამაზე მოხვდა კობახიძეს – მიდი ახლა და რამე ქენიო”- ამბობს ჟურნალისტი. 

ეუთოს 23 ქვეყნის მოთხოვნით, საქართველოსთან დაკავშირებით ამოქმედებული „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში ადამიანის უფლებებზე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის რეკომენდაციაში წერია, რომ შესაძლოა განიხილონ საქართველოს საქმის ჰააგის სასამართლოსთვის (ICC) გადაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა