ჟურნალისტი, ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი სუს-ის განცხადებას ეხმაურება:
,,სუსმა ორი საქმე აღძრა ბიბისის ფილმზე – ერთი იმაზე, რომ გავრცელებული მასალა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება დანაშაული მიმართული მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, რაც არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და მეორე იმაზე, რომ ვიღაცეებმა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ ითანამშრომლეს უცხოეთის ორგანიზაციასთან, ანუ ბიბისისთან და “დაეხმარნენ მას მტრულ საქმიანობაში“, ანუ ბიბისის რესპოდენტები და ინფორმაციის მიმწოდებლები იგულისხმება.
აბა თუ მიხვდებით, ბოლოს ვის დაიჭერენ?”




