“ჩემი კოლეგა, ზვიად რატიანი დაბადების დღეს ციხეში შეხვდა, სადაც მის ბედს უამრავი უკანონოდ დატყვევებული ადამიანი იზიარებს…
თუმცა ჩვენ, დანარჩენებიც, ერთგვარ ციხეში ვართ, უბრალოდ ეს ციხე უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავს… ყველანი, ვისაც ჯიუტად გვჯერა სამართალის, გვწყურია კანონის უზენაესობა, ვინც დღემდე პარალიზდება, როცა ძალადობას აწყდება, უგუნურობას, უტიფრობას, ტყუილს, დამცირებას, ჩაგვრას, უსამართლობას მოუხედავად იმისა, რომ ოლიგარქის თარგზე გამოჭრილი მუყაოს ფიგურები, (ჩემს ბავშვობაში, რომ იყო და ასევე მუყაოს ტანსაცმელს, რომ ვაცმევდით,) ჯიუტად გვიმეორებენ, რომ ეს ყველაფერი გადასარევია, ნორმალურია, ასეც უნდა იყოს!
არ უნდა იყოს!
სანამ ჯერ კიდევ გვიკვირს ეს ყველაფერი: ჯერ კიდევ ვარსებობთ და სანამ არ ვეგუებით, იქამდე ადამიანები გვქვია. სანამ ჯერ კიდევ ჰუმანურობის გვჯერა, სანამ არ ვჩუმდებით, სანამ ვაგრძელებთ ბრძოლას, სანამ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველ დღე ქუჩაში გამოდიან და გვახსენებენ, რომ მშვიდობად და თავისუფლებად რასაც გვასაღებენ, სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა ციხე, იქამდე, როგორც ზვიადმა დაწერა: „…ცოცხლობს იმედი, როგორც გადაბრუნებული ხოჭო… და გამწარებით იქნევს ფეხებს…“, – წერს მწერალი ნინო ხარატიშვილი სოციალურ ქსელში.




