ნინო წილოსანი – ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებ თვალყურს, როგორ მიმდინარეობს რღვევა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, თუმცა გასაკვირი არ არის

არაფორმალური მმართველობა პარტიაში ს სახით მიმდინარეობს, რადგან ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე, მას არ აქვს უფლება, რომ ერეოდეს პოლიტიკაში, მათ შორის მართავდეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას და მონაწილეობდეს ამ პროცესებში საპყრობილიდან, ამგვარი არასწორი ფორმით , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გასაკვირია, რომ რღვევა იმ მიზეზით დაიწყეს, რომ პარტიის თავმჯდომარე არ მოსწონთ.
„ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებ თვალყურს, როგორ მიმდინარეობს რღვევა ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, თუმცა გასაკვირი ის არის, რომ ეს რღვევა დაიწყო მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ უბრალოდ არ მოეწონათ ახალი თავმჯდომარე და საჯაროდ განაცხადეს არაფორმალურ მმართველობაზე, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ეს პარტია ყველანაირი ბოროტების მსახური იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და ეს ყველაფერი არ გამხდარა მათი რღვევის წინაპირობა.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ არაფორმალური მმართველობა პარტიაში ს სახით მიმდინარეობს, რადგან ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე, მას არ აქვს უფლება, რომ ერეოდეს პოლიტიკაში, მათ შორის მართავდეს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას და მონაწილეობდეს ამ პროცესებში საპყრობილიდან, ამგვარი არასწორი ფორმით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა