ნინო წილოსანი – ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ – პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ

ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ. შესაბამისად, პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელის შეტანას.
ნინო წილოსანის თქმით, „გამჭვირვალობის კანონი“ რომ დემოკრატიის პრინციპების ანბანს შეესაბამება, ეს არაერთხელ დადასტურებულა, მათ შორის გამჭვირვალობის აუცილებლობასთან დაკავშირებით უფრო მეტი განცხადებები [გაკეთდა] ევროპარლამენტის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე თუ ბრიტანეთში გამართულ სამიტზე.
„თავად ეს საკონსტიტუციო სარჩელები, რას ემსახურება, ალბათ, ყველასთვის ძალიან ცნობილია. ამ პრინციპის ამოქმედების დაანონსებიდან დღემდე ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ და შესაბამისად, პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ. პრეზიდენტის სარჩელის შემდგომ როგორც ვიცი, სხვა სარჩელებიც შედის. რაც უფრო მეტი სარჩელი შევა, მათი აზრით, უფრო უკეთესი „ჰედლაინი“ გავა მედიასივრცეში, რომ მასიურად აპროტესტებენ ამ კანონის ამოქმედებას. თუმცა, ჩვენ ალბათ, კიდევ ერთხელ, დავრწმუნდებით,რომ ეს „ფეიკ ნიუსები“ რეალურად არც პოლიტიკას ქმნის და არც ადამიანების და ქვეყნების განწყობებს. საქართველოში ქართველი ხალხის განწყობა ვიცით, რამდენად ეთანხმებიან გამჭვირვალობის პრინციპს, მათ შორის ც დაადასტურებს იმას, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ იქნება დიდი დასტური ამ პრინციპის ამუშავებისთვის“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ