ნინო წილოსანი „ღირსეული პარტნიორის“ შეჩერებაზე – ეს წვრთნები ცალმხრივი ინტერესი არ არის – წვრთნები ყოველთვის ორმხრივი ინტერესის ფარგლებში კეთდებოდა და ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს!

ეს წვრთნები ცალმხრივი ინტერესი არ არის – რა თქმა უნდა, მსგავსი აქტივობები ქართულ სამხედრო ძალებს კონკრეტულ ბენეფიტებს აძლევს, თუმცა წვრთნები ყოველთვის ორმხრივი ინტერესის ფარგლებში კეთდებოდა და ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს! – ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა -ს თავდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე დასმულ კითხვას, რომელიც საქართველოში სამხედრო სწავლების “ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით გადადებას შეეხება.
როგორც წილოსანმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებისგან ურთიერთობების “დარესტარტებას” და მის ახლებურად დაწყებას ელის. წილოსანის თქმით, ეს პერიოდი გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალებაა.
“თუ საქართველოს შედეგებზე გვინდა საუბარი, შედეგი არის ის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს და ევროკავშირთან დაახლოებაში არის ყველა კანდიდატზე წინ, მათ შორის განვითარების კუთხით – ზუსტად ეს არის მოცემულობა და შედეგი!
თუ კონკრეტულ ამოგლეჯილ ფაქტებზე გვინდა ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, გასაკვირია გადაწყვეტილება სამხედრო წვრთნების შეჩერების თაობაზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს წვრთნები ცალმხრივი ინტერესი არ არის. რა თქმა უნდა, ქართულ სამხედრო ძალებს მსგავსი აქტივობები კონკრეტულ ბენეფიტებს აძლევს, თუმცა წვრთნები ყოველთვის ორმხრივი ინტერესის ფარგლებში კეთდებოდა და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება მეორე მხარესაც საკმაოდ აზიანებს.
რეალობა არის ის, რომ ეს პერიოდი არის გარკვეული მოცემულობების გადააზრების საშუალება და დრო. ჩვენგან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ ჩვენ პარტნიორებისგან ურთიერთობების “დარესტარტებას” ანუ ახლებურად დაწყებას ველით – უკეთესი მოცემულობებითა და პირობებით. ვისურვებდი და დავიტოვებდი იმედს, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება.
განცხადებების სიმძაფრით და განცხადებების გამკეთებლების რეგალიებით ქართულ საზოგადოებას ვერ გავაკვირვებთ, რადგან სამწუხაროდ, ამ პერიოდის მანძილზე არაერთი უსამართლო განცხადება მოვისმინეთ, მათ შორის საკმაოდ მაღალი ტრიბუნიდან.
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ყველაზე უკეთ ხედავენ, რა ინტერესების ფარგლებში მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება – ინტერესი, რომელიც ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება, არ შეიძლება ნეგატიურად იყოს შეფასებული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში 25 ივლისი — 6 აგვისტოს შუალედში დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნა “ღირსეული პარტნიორი“ გაურკვეველი ვადით გადადო. როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება ორმხრივი ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ფარგლებში მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?