ნინო წილოსანი – უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც „ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს”.
„რა თქმა უნდა, ევროკავშირის ფარგლებში არიან სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან, მაგრამ არა მხოლოდ. ეს სახელმწიფოები – იტალია, ავსტრია, თუ სხვები, კარგად ათვითცნობიერებენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით იქნება მიღებული, დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს. საქართველოსთან დაკავშირებით წარმოებს უსამართლო მიდგომა. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება სრულიად დეზინფორმაციული რიტორიკის ფონზე, იმ ბრალდებების ფონზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს და იმ კანონების გაუქმების მოთხოვნით, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის აქვს მნიშვნელობა და არაფერს აზიანებს, მათ შორის, არც ადამიანის უფლებებს, ვიზალიბერალიზაციის შეფერება და რაღაცა კავშირის დანახვა ამ ორ პროცეს შორის არის მხოლოდ და მხოლოდ მიზანმიმართული შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ. რას ემსახურება წინასაარჩევნოდ ვიზალიბერალიზაციის თემის წამოწევა?! ალბათ, გაიხსენებთ, რომ წინა ს დროს, თითქმის ყველა იარაღი და ყველა საშუალება იყო გამოყენებული, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ მოეყვანათ. ახლა ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რაც მათ ხელთაა, რამაც შეიძლება მართლაც დაწყვიტოს გული და აღაშფოთოს ქართველი ხალხი, არის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, მაგრამ ვარწმუნებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შედეგად, ქართველი ხალხი აღშფოთდება იმ უსამართლობის მიმართ, რომელსაც ევრობიუროკრატია გამოიყენებს და არა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესებს იცავს,” – განაცხადა წილოსანმა.