ნინო წილოსანი – “ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის კადრები უმძიმესია, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ძალადობის პროვოცირება სურს – იმედი მაქვს გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორზე თავდასხმას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
მისი განცხადებით, ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც ვითარების ძალადობის პროვოცირება აწყობს.
„ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის უმძიმესი კადრებია… ამას მხოლოდ ის გააკეთებდა, ვისაც აქციების არასწორად წარმართვა და ძალადობის პროვოცირება სურს, ვის წისქვილზეც ეს ქმედება ასხამს წყალს…
იმედი მაქვს გამოძიება დროულად გაგვიზიარებს ინფორმაციას ამ ძალადობის ფაქტზე და დამნაშავეს სათანადო პასუხი გაეცემა“, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!