ნინო წილოსანი – სანამ უაზრო კინკლაობით ართობს ჩვენი ოპონენტი საკუთარ ამომრჩეველს, ხოლო პრეზიდენტი ღირებულებების აღრევის საღამოებს მართავს, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და აზია-ევროპის ველზე პოზიციებს იმაღლებს

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, „ღირებულებების აღრევის საღამოებს მართავს“. ამის შესახებ მან, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„მანამ, სანამ უაზრო პოლიტიკური კინკლაობით ართობს ჩვენი ოპონენტი საკუთარ ამომრჩეველს, ხოლო პრეზიდენტი ღირებულებების აღრევის საღამოებს მართავს, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და მთლიანად აზია-ევროპის გეოპოლიტიკურ ველზე პოზიციებს იმაღლებს. პრემიერ-მინისტრი, გასულ კვირას საპატიო სტუმრად იყო მიწვეული, აზერბაიჯანი-ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკური განვითარების, გაეროს სპეციალური პროგრამის ფარგლები ორგანიზებულ სამიტზე, რომელიც ბაქოში მიმდინარეობდა და ემსახურება სუბრეგიონული თანამშრომლობის გამყარებას“,- განაცხადა წილოსანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, ათონელის რეზიდენციაში, მოქალაქეების სხვადასხვა ჯგუფთან შეხვედრებს, ყოველდღიურად, მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს