საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ ეუთო/ოდირმა არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური და რომ ამ არჩევნებმა მაღალი სტანდარტებით ჩაიარა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
ნინო წილოსანის თქმით, ეუთო/ოდირის განცხადება, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ოპოზიციისთვის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აღარაფერს ნიშნავს.
„ამის შემდეგ იწყება ძალიან დიდი თავდასხმები ეუთო/ოდირზე მათ შორის, სამწუხაროდ, ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან, ევროპელი პოლიტიკოსებისგან და ეს კავშირი იმდენად ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს – ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნებმა კარგი სტანდარტებით ჩაიარა, რომელიც ასევე ეუთო/ოდირმა დაადასტურა, უკვე არაფერს ნიშნავს მათთვის და მათთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ აღქმის შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომლითაც ამ აქციების მუხტს ცოტათი მაინც ინარჩუნებენ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.