ნინო წილოსანი – რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან – აშშ-ის პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს

ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და -ის უცხოური ფონდები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში, უცხოური დონორი ორგანიზაციების მიერ არის მხარდაჭერილი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით მმართველი გუნდი „დიდი ხანია გარე ჩარევის“ შესახებ საუბრობს.
“ქართულ ოპოზიციას და რადიკალ აქტივისტებს სისტემატურად აფინანსებენ ევროკავშირის და აშშ-ის უცხოური ფონდები
რევოლუციის ყველა მცდელობა საქართველოში მხარდაჭერილია ამა თუ იმ უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან.
წელიწადზე მეტია საჯაროდ ვაცხადებთ გარე ჩარევის შესახებ!! გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რაც ახლა ასეთი აქტუალურია აშშ-შიც, გავხდით პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი, მაგრამ გავუძელით.
დღეს რადიკალი აქტივისტები და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური პარტიები აწყობენ აქციას, თბილისის შემოსასვლელი მთავარი მაგისტრალის გადაკეტვის მიზნით. ეს იქნება დანაშაული თითქმის ყველა ქვეყნის კანონით, დანამდვილებით დანაშაულია ქართული კანონმდებლობით.
აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის შემდეგ, რომელიც ისტორიულ ნაბიჯებს დგამს ამერიკული დაფინანსებების გადასახედად, დროა ევროპამაც პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს”, – წერს ნინო წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ