ნინო წილოსანი – პროცესმა ფაშისტები გამოავლინა – ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია

ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა, ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია , – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი წერს.
მისი თქმით, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მიეცეთ, რადგან „დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები“ აკლიათ.
„ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა. ერთი შეხედვით, ადამიანები თურმე რეალურად სისხლის სუნზე გავეშებული ცხოველები ყოფილან…
ზოგადად, ადამიანებს შეცდომები მოგვდის, მაგრამ ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია, თანაც ეს უკვე უკურნებელი სენია…
რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ამ ადამიანებს არავითარი ძალაუფლება არ უნდა მივცეთ, რადგან დიდი ბოროტების შექმნისთვის მათ მხოლოდ შესაბამისი ინსტრუმენტები აკლიათ.
როდის დასრულდება ეს? ბოროტებას დასასრული არ აქვს, ყოველთვის იქნება, ამიტომ ყველას უფრო მეტი ჰუმანურობა და სიფხიზლე გვმართებს, თუ გვინდა, რომ მასზე გავიმარჯვოთ“ , – წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება