ნინო წილოსანი პარიზში აქციის დარბევაზე- მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი – რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც, თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია

ნინო წილოსანი პარიზში აქციის დარბევაზე- მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი – რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც, თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პარიზში გამართულ დემონსტრაციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში აქციის დარბევის კადრებს აქვეყნებს. მისი თქმით, ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია. „ერთი ჩვეულებრივი დღე პარიზში…
მივესალმებოდი ფრანგი სამართალდამცავების გადაწყვეტილებას დაეცვათ წესრიგი – რომ ვიცოდე, ადეკვატური და ობიექტური შეფასებები ექნებოდათ ჩვენს მიმართაც. თუმცა ის, რაც სხვის შემთხვევაში კანონის დაცვაა, ჩვენს შემთხვევაში დასანქცირების საფუძველია თან მოდით, ნუ შევადარებთ ხელფასების, საპენსიო რეფორმის გაუქმების მოთხოვნით გამოსულ პროფკავშირების აქციას და ხელისუფლების დამხობის მიზნით დაფინანსებულ რადიკალებს ინფორმაციისთვის – პარიზის პოლიციის ცნობით, ხუთშაბათს, პირველი მაისის დემონსტრაციის დროს, საფრანგეთის დედაქალაქში 50-მდე ადამიანი დააკავეს“- წერს ნინო წილოსანი.
Previous: ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე რომ დახოცა ბიჭები, ფიქრობს რა გავაკეთო და დაურეკეს გურამ დონაძეს. დადგეს ყალბი სცენარი

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის