ნინო წილოსანი – „ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტების გაერთიანების მცდელობას ვადევნებთ თვალს – რადიკალების გაერთიანება პოლიტიკურ მოცემულობას არ შეცვლის

„ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტების გაერთიანების მცდელობას ვადევნებთ თვალს – რადიკალების გაერთიანება პოლიტიკურ მოცემულობას არ შეცვლის, – ამის შესახებ დღეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
წილოსანის შეფასებით, „ყველა რეიტინგით, მაჩვენებლით, ზოგადი განწყობებითა და მთელი მოსახლეობის რწმენით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში იმარჯვებს და იმარჯვებს დამაჯერებლად.
„ოპოზიციური გაერთიანებები მათი ურეიტინგო პარტიების ცოტა უფრო გაძლიერების მიზანს და უფრო მეტი შანსის მიღებას ემსახურება, რათა არჩევნებში ბარიერი მაინც გადალახონ. ეს გაერთიანება ემსახურება იმას, რომ ოდნავ მაინც კონკურენცია გაუწიონ “ქართულ ოცნებას“ – ყველა რეიტინგით, ყველა მაჩვენებლით, ზოგადი განწყობებითა და მთელი მოსახლეობის რწმენით, “ქართული ოცნება“ არჩევნებში იმარჯვებს და იმარჯვებს დამაჯერებლად.
ის, რომ ოპოზიციური პარტიები ამ დრომდე ვერ დალაგდნენ, გვამცნობს იმას, რომ პარტიებში არის დიდი დაქსაქსულობა და რეგრესისკენ მიექანებიან. კითხვის ქვეშ დგას, გაერთიანება რამდენად მისცემს მათ შანსს. ბარიერის გადალახვა ერთეულმა პარტიებმა შეიძლება მოახერხონ, მაგრამ ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა “ქართულ ოცნებას“ აძლევს მანდატს, რომ ქვეყნის სახელით იმოქმედოს და მიიღოს გადაწყვეტილებები, ოპოზიციას შანსს ართმევს.
მათ არ ექნებათ უფლებამოსილება, საქართველოს სახელით საკუთარი მავნებლური გადაწყვეტილებები მიიღონ, რადგან არჩევნებში “ქართული ოცნება“ იმარჯვებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს