ნინო წილოსანი – ნათია ლეთოდიანი გახლავთ “დროას” პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი, მიზანმიმართულად მომივარდა – აჯობებს საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება

უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი “თბილისი მარიოტთან” მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც “ქართული ოცნების” ქალ წევრებს აქტივისტი, ნათია ლეთოდიანი სიტყვიერად დაუპირისპირდა.
მისი თქმით, ლეთოდიანი ცნობილი „აქტივისტი და ზიზღის გამავრცელებელია“, რომელმაც ელენე ხოშტარიასგან იცოდა, რომ წილოსანი -ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიასთან შეხვედრაზე იქნებოდა და მიზანმიმართულად დახვდა მას.
“უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ – „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“
არ გაინტერესებთ ვინ იაქტიურა ამჯერად?! ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც მე ვიმყოფებოდი. ის გახლავთ “დროას” პოლიტსაბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, იცოდა თავისი ბელადი ლაკასგან, რომ ამ შეხვედრაზე ვიქნებოდი და სწორედაც, რომ მიზანმიმართულად მომივარდა. სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი და სამომავლოდაც, ყველა შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს.
ისე, აჯობებს საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება”, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, დღეს “თბილისი მარიოტთან”, “ქართული ოცნების” ქალ წევრებს აქტივისტი, ნათია ლეთოდიანი სიტყვიერად დაუპირისპირდა. უფრო კონკრეტულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან გამართული შეხვედრის შემდეგ სასტუმროს გარე ტერიტორიაზე მყოფ დეპუტატებს რუსთაველის გამზირზე მიმავალმა ნათია ლეთოდიანმა მონა უწოდა. მას ნინო წილოსანი დაუპირისპირდა და უთხრა, რომ თავადაა მონა.
“ნებისმიერ შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ ბატონი ს მონა ხართ. არ მოგცემთ უფლებას დამემუქროთ. თქვენი არავის ეშინია”,- მიმართა ლეთოდიანმა ნინო წილოსანს.
წილოსანმა კი მას გზის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
“ახლა გირჩევთ, რომ გაიაროთ და ცოტა ხანში გამოგიქვეყნებთ, რა მიზანი გქონდათ. რა უნდა დაგემუქროთ?!
სასაცილო გოგო ხართ. მიდიოდით გზაზე თუ მე დამხვდით?”,- უთხრა წილოსანმა ლეთოდიანს.

ასევე დაგაინტერესებთ