ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა – უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით

ნინო წილოსანი ლევან ღამბაშიძეზე: დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა – უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით
ეს ზიზღის გენერატორი ადამიანი წამლავს ბავშვებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეზე, სოციალურ ქსელში.
წილოსანის განცხადებით, ღამბაშიძის მორალის თანახმად, ზიზღს გამართლება შეიძლება ჰქონდეს და მისივე მორალით, ბოროტებაც „მოსულა“.
„ეს ზიზღის გენერატორი ადამიანი წამლავს ბავშვებს სკოლასა თუ უმაღლეს სასწავლებლებში.. მისი მორალით, ზიზღს გამართლება შეიძლება ჰქონდეს და ალბათ მისივე მორალით ბოროტებაც „მოსულა“.
კარგად დაფინანსებული პროპაგანდით აგიტატორობს, რომ ზიზღი სწორია და უფრო მეტიც, ამ ზიზღის საპასუხო აგრესიაც კარგი ყოფილა.
ეს ადამიანი, რომ საერთოდ აცდენილია ქრისტიანულ კონცეფციას, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ რა ჯოჯოხეთი ხდება მის შიგნით“, – წერს ნინო წილოსანი.
Next: პარტიული რესურსი თავიდან ბოლომდე იქნება მობილიზებული, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი მოუწოდებდა ეუთოს, რომ მხარი დაეჭირა სირიის ახალი ხელისუფლებისადმი და სიტყვა არ იყო ნათქვამი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების გაწვევაზე. ჩვენი მოთხოვნით ეს საკითხი ჩაიწერა რეზოლუციაში

კანონის წინაშე ყველა თანასწორია. როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც – არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს