ნინო წილოსანი: კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა

„მარიამ ლაშხს სამი გაუგებარი არსება რომ დაესხა თავს, ადამიანურად ხომ ამაზრზენია, ამავდროულად იქ მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნა და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რაც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა“-წერს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, წილოსანი აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია და მადლობას უხდის მარიამ ლაშხს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა.
„მარიამ ლაშხს სამი გაუგებარი არსება რომ დაესხა თავს, ადამიანურად ხომ ამაზრზენია, ამავდროულად იქ მყოფი მისი არასრულწლოვანი შვილისთვის დამაშინებელი გარემოს შექმნა და მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რაც ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, კანონის მიხედვით თანამდებობის პირის მიმართ მსგავსი ქმედების განხორციელება დასჯადია ამიტომ მადლობა მარიამს, რომ აღნიშნულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება მოითხოვა და სასამართლოში იჩივლა. იმედი მაქვს, ქვეყანაში, სადაც სიტყვის სრული თავისუფლება გვაქვს, ოდესმე კანონმორჩილებითაც დაბალანსდება ეს სხვისი უფლებების შელახვაში გადასული „თავისუფლება“- წერს ნინო წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ბიძინას ჩინურმა მარადონამ: ამდენი ხანია მტკიცებულება ვერ დადეს, რომ ჩემი მბრძანებელი რუსეთის კაციაო – რეჟიმის პროპაგანდა ერთი-ერთში იმეორებს რუსულ ნარატივებს – საითაც არ გაიხედავ და რაშიც არ ჩაიხედავ, ყველგან რუსეთია

რეზო კიკნაძე – დღეს საქართველო თვალჭრელიძეზე მდგარი ის შენობაა, საიდანაც ხალხი გამოასახლეს – იქ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ფორმიანი უსამართლობის დამცველი არაკაცები კი, რუსეთი, ნუ შევარჩენთ ამასაც – ახლა პროტესტმა იქ უნდა გადაინაცვლოს