ნინო წილოსანი – თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი-იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის

თავად ა არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი და იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის, – ასეთია დეპუტატ ნინო წილოსანის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე.
წილოსანის განცხადებით, „ის, რომ ზურაბიშვილთან თავმოყრილი ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ პირადი მიზნებისთვის გამოიყენებოდა“.
„საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილების თანახმად, ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მისი იმპიჩმენტი მხოლოდ იმის გამო ვერ განხორციელდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს აღიარებს და ეს ფაქტი ერთადერთი პოზიტიურია ამ ყველაფერში.
ჩვენ კანონს სრული ლოგიკურობით, არგუმენტებით და იურიდიული და სამართლებრივი დადასტურებით დავიცავთ. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო თავის ჭრილში დაინახავს იმ მოტივაციას და ფაქტორებს, რომლის შესაბამისადაც ჩვენ ეს კანონი მივიღეთ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებას და საბოლოოდ გაუქმებას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მოსამართლეების – თეიმურაზ ტუღუშისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებულ მოსაზრებას აქვეყნებს

არასამთავრობო ორგანიზაციები – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას – მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს