ნინო წილოსანი – ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ დაესხა თავს, ანა ბუჩუკური ბედნიერი გამომეტყველებით ცდილობდა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო, აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა სალომემ ბუჩუკურის ამორალური ქმედება

ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ დაესხა თავს, ანა ბუჩუკური ბედნიერი გამომეტყველებით ცდილობდა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო, აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა სალომემ ბუჩუკურის ამორალური ქმედება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეაწყვეტინა სალომე ქურასბედიანმა, პარტია “საქართველოსთვის” წევრს, ანა ბუჩუკურს მცდელობა, ალეკო ელისაშვილის თავდასხმის შემდეგ, მამუკა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო.
“ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს?
ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ მიეპარა და თავს დაესხა, მაგ მომენტიდან რამდენიმე წამში ანა ბუჩუკური მიადგა ბედნიერი გამომეტყველებით მამუკა მდინარაძეს და ცდილობდა მისი სახე ახლოდან, ტელეფონის კამერით გადაეღო. რისი დაფიქსირება უნდოდა კაცმა არ იცის. გაოგნებისგან და სიბრაზისგან გაგიჟებული კაცის გინებას იღებდა თუ იქნებ სახეზე რამე კვალი დასტყობოდა, ამაზე პასუხი არ მაქვს. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ დაეგმო, დაინტერესებულიყო, სერიოზული დაზიანება ხომ არ მიიღო და ა. შ. ამაზრზენად იქცეოდა, სახეზე ძალიან ახლოს უღებდა თავდასხმის ობიექტს და ამ დროს გამოსტაცა ხელიდან ტელეფონი სალომემ და აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა ბუჩუკურის ეს უკიდურესად ამორალური ქმედება.
წარმოიდგინეთ, ამ კადრს იყენებენ სალომეს საწინააღმდეგოდ ეს მართლა ფაშისტები”, – წერს ნინო წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას