“ნინო წილოსანის დასაცინი რომ გახდები…” – მეტრეველი ოპოზიციის ნაწილზე
ნინო წილოსანის დასაცინი რომ გახდები…
შეგახსენებთ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას, განაცხადა „არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ დავინახავთ, როგორ დაიწყებენ პოლიტიკური პარტიები თავიანთ ვითომ ხისტ პოზიციაში უკან დახევას. გახარიას გაცხადებული აქვს რომ მონაწილეობას იღებს, თუმცა მისი ამომრჩევლის გასაგონად მინდა ვთქვა: საპარლამენტო არჩევნებში რომ მიეცით მანდატები ამ პოლიტიკურ გუნდს, სათანადოდ იყენებენ ისინი ამას? ან გამოიყენებენ თვითმმართველობის არჩევნების დროს თქვენ მიერ გამოხატულ ნდობას? – რა თქმა უნდა, ეს რიტორიკული კითხვაა. ვიცით, რომ „გახარიებმა“ ნამდვილად არ გამოიყენეს ის შესაძლებლობა, რაც ამომრჩეველმა მისცა. რაც შეეხება „ლელოს“, უკვე ვხედავთ, როგორ შელამაზებულად ცდილობს უკან დაიხიოს თავისი ხისტი პოზიციიდან – რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ.