ნინო წილოსანზე პოსტის გამო 4000-ლარით დააჯარიმეს ანა სუბელიანი

სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნინო წილოსანის შესახებ დაწერილი Faebook-პოსტის გამო 4000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
სუბელიანმა წილოსანის შესახებ „ფეისბუკში“ პოსტი 11 თებერვალს გამოაქვეყნა. მასში ეწერა: „ეს ნაძირალა არაქალი!“
ქტივისტის წინააღმდეგ სამართალწარმოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. მას პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მიმართა. პირველი სხდომა, რომელიც 12 ივნისს უნდა გამართულიყო, ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო.
ანა სუბელიანს ედავებიან 17316-ემუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – პოლიტიკოსის შეურაცხყოფას.
17316_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.
„ქართულმა ოცნებამ“ შინაგან საქმეთა სამინიტროში საჩივარი 18 პირის წინააღმდეგ შეიტანა. მათ შორის იყვნენ: პოლიტიკოსები, აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც მათ მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი.
ამ საჩივრებს წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას 6 ივნისს გაკეთებული განცხადება, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“.
ეს კანონი დეპუტატებმა და პოლიციელებმა უკვე გამოიყენეს აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ:
· 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს ს მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, -ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც მ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას – მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება ს სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა პარლამენტარი.