ნინო ჩხობაძე – საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად “დასმენის“ დაკანონებას ვცდილობთ

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად “დასმენის“ დაკანონებას ვცდილობთ – ვცდილობთ, წინა საუკუნის შეცდომები, 1937 წელი გავიმეოროთ! – ეს შეფასება ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მონიტორინგს შეეხება.
“ჩემდა სამწუხაროდ, ეს “სათანადო ინფორმაცია“ ძალიან პრობლემატური იქნება – ეს შეიძლება გახდეს პრობლემა არა მხოლოდ ორგანიზაციებისთვის, არამედ ფიზიკური პირებისთვის, ვინც ჩვენნაირი ტიპის ორგანიზაციებში ექსპერტებად იქნებიან დაქირავებული. ვისურვებდი კანონპროექტში “დასმენის“ მუხლი არ ყოფილიყო, რადგან საქართველოს ისტორიის გათვალისწინებით, ამ დასმენით ბევრი ცუდი რამ გაგვიგია. ეს ჩემს ოჯახასაც შეეხება – თუ ამ მუხლს არ ამოვიღებთ, ეს განმეორდება საქართველოში“, – განაცხადა ჩხობაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კანონპროექტი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს“.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით – მუხლობრივად განხილვა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს