გადაცემა ღამის კურიერის წამყვანი, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნინო შუბლაძე პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა აქციას, რომელიც ტელეკომპანიასთან – “ჟურნალისტების მოძრაობა მზია ამაღლობელისთვის” წევრებმა გამართეს.
აქციაზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერმა ჟურნალისტებმა მოითხოვეს, რომ ადვოკატ მაია მწარიაშვილს მიეცეს შესაძლებლობა, გადაცემა ღამის კურიერში უპასუხოს ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას მზია ამაღლობელთან დაკავშირებით, რომლითაც, მათი თქმით, ირაკლი კობახიძემ მზია ამაღლობელის მიმართ განზრახ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა და მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია.
წამყვანმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ რუსთავი 2-სთვის”არასდროს პრობლემას არ წარმოადგენს მზია ამაღლობელის პროცესების გაშუქება”, თუმცა ჟურნალისტების მოთხოვნას, რომ მზია ამაღლობელის ადვოკატს პირდაპირი ეთერი დაუთმონ – “სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლის მცდელობა” უწოდა.
