“ნინო შინ, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა… ის საოცარი გოგო იყო” – რას იხსნებენ ოჯახის მეგობრები მერაბ სეფაშვილის მეუღლეზე?

ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვის, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის ოჯახ­ში ტრა­გე­დი­აა – მომ­ღე­რალს მე­უღ­ლე, ნინო ჯურ­ხა­ძე გარ­და­ეც­ვა­ლა, რო­მელ­თა­ნაც თით­ქმის 40-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და სა­ერ­თო ის­ტო­რია აკავ­ში­რებ­და. ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად წყვი­ლის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა, პრო­დი­უ­სერ­მა გია გო­გო­რიშ­ვილ­მა გა­ავ­რცე­ლა.

ნინო ჯურ­ხა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძო­და ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მისი ინ­სულ­ტის შე­სა­ხებ იყო ცნო­ბი­ლი, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი კი­დევ უფრო მძი­მე სენი აღ­მოჩ­ნდა.

  • გია გო­გო­რიშ­ვი­ლი: “ნინო შინ, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გარ­და­იც­ვა­ლა“

AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს, გია გო­გო­რიშ­ვილს, რო­მელ­მაც ნინო ჯურ­ხა­ძის პი­როვ­ნე­ბა­სა და მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რა: – ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი, თბი­ლი, გა­და­სა­რე­ვი გოგო იყო. გა­და­ყო­ლი­ლი იყო მე­რა­ბი­ზე, შვი­ლებ­ზე… ვუყ­ვარ­დით მე­რა­ბის მე­გობ­რე­ბიც, ყვე­ლას­თან ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მარ­ტო ჩემ­თან კი არა, სულ ყვე­ლას­თან. ან­გე­ლო­ზე­ბი­ვით ბი­ჭე­ბი ჰყავს, ისე­თი კაი გაზ­რდი­ლე­ბი. იყო კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სი, მეტი რა გი­თხრათ.

– თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვარ­და.

– არ უყ­ვარ­და ახლა აფი­ში­რე­ბა და კა­მე­რე­ბი. ჟურ­ნა­ლის­ტებს არ სწყა­ლობ­და, უფრო მე­ო­ჯა­ხე იყო. მე­რა­ბიც ხომ იცით, ძა­ლი­ან მოვ­ლი­ლი რომ და­დი­ო­და, ახლა ყვე­ლა მე­უღ­ლის­თვის თა­ვი­სი მე­უღ­ლე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს მა­ინც სხვა ამ­ბა­ვია – არ­ტის­ტი რომ ხარ და სულ ლუ­პის ქვეშ ხარ, იქ სხვა­ნა­ი­რად ფა­სობს ეს ყვე­ლა­ფე­რი.

– მაია და­თუ­ნაშ­ვი­ლი წერს, რომ პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, რომი შნა­ი­დერს ჰგავ­დაო. თქვენ თუ გახ­სოვთ, მათი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ის და­სა­წყი­სი?

– მე ცოტა მერე, უკვე ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბა­ში დავ­მე­გობ­რდით. ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არა ვართ, უფრო ასაკ­ში, უკვე ბავ­შვე­ბი რომ ჰყავ­დათ, მა­შინ დავძმო­ბილ­დით.

– ბა­ტო­ნო გია, ვი­ცო­დით, რომ რამ­დენ­ჯერ­მე ინ­სულ­ტი ჰქონ­და გა­და­ტა­ნი­ლი…

– ინ­სულ­ტი ჰქონ­და, კი, და ხომ იცით, ინ­სულ­ტი რო­გორც არის – სტან­დარ­ტუ­ლად მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა, მაგ­რამ თა­ვის ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, მე­ტყვე­ლე­ბა ცოტა უჭირ­და, მაგ­რამ მერე აღ­მო­აჩ­ნდა სიმ­სივ­ნე თავ­ში. ინ­სულ­ტით კი არ გარ­და­იც­ვა­ლა, აი, ამ სიმ­სივ­ნით.

ნინო ჯურ­ხა­ძე შვი­ლებ­თან ერ­თად

– სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ღუ­პა?

– კი, კი, სახ­ლში იყო… შინ და­ი­ღუ­პა.

მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი ყო­ველ­თვის ხაზს უს­ვამ­და მე­უღ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლს მის ცხოვ­რე­ბა­ში. წლე­ბის წინ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რა­ლი იხ­სე­ნებ­და:

“23 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ნინო ცო­ლად მო­ვიყ­ვა­ნე. მისი გვერ­დით დგო­მა გა­დამ­წყვე­ტი იყო – რომ არა ნინო, ჩვენ აქამ­დე ვერ მო­ვი­დო­დით. მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ შე­მი­ნარ­ჩუ­ნა ოჯა­ხი და შვი­ლებ­თან ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა”.

ნინო ჯურ­ხა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუ­სი­კათმცოდ­ნე მაია და­თუ­ნაშ­ვი­ლიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

“პირ­ვე­ლად 35 წლის წინ ვნა­ხე… რომი შნა­ი­დერს ჰგავ­და და მა­შინ მივ­ხვდი, რა­ტომ მღე­რო­და მე­რა­ბი ასე თავ­და­ვი­წყე­ბით სიყ­ვა­რულ­ზე. ახა­ლი შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მე მე­რაბ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ზე მი­ვე­დი “იურ­მა­ლას” ფეს­ტი­ვა­ლის გამო… მერე ნი­ნი­კო მე­რაბ­ზე მე­ტად შე­მიყ­ვარ­და – ლა­მა­ზი, ერ­თგუ­ლი, ნი­ჭი­ე­რი და ოჯახს შე­წი­რუ­ლი”.

ნინო ჯურ­ხა­ძე მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის­თვის ყო­ველ­თვის იყო ის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნი, რო­მელ­მაც მას­თან ერ­თად 40-წლი­ა­ნი რთუ­ლი, თუმ­ცა სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე გზა გა­ი­ა­რა.