ფინანსისტი ნინო ქურდიანი:
მე სკოლა იმ დროს დავასრულე როცა სასკოლო განათლება 11 წელი გრძელდებოდა.
აბა, გამოიცანით, მე-11 კლასში რას ვაკეთებდით მოსწავლეები?
სწორია, აბიტურიენტები ვიყავით, რეპეტიტორებთან დავრბოდით და სასკოლო პროგრამისთვის არავის გვეცალა. მეტიც, მასწავლებლებიც ხელს გვიწყობდნენ ამაში, ყველამ იცოდა, დამამთავრებელი წელი რისთვის გვჭირდებოდა.
ჩემმა მშობლებმა სკოლა როცა დაამთავრეს, მაშინ სასკოლო განათლება 10-წლიანი იყო. ნულოვანი წელი ემატებოდა, რაღაც დღევანდელი ფრე-სქულის მსგავსი.
აბა, გამოიცანით, მე-10 კლასში რას აკეთებდნენ მოსწავლეები?
თუ ოქროს მედალზე არ ჰქონდათ პრეტენზია, რაც უნივერსიტეტში უგამოცდოდ მოხვედრაში ეხმარებიდათ, მაშინ გაკვეთილებს დიდწილად აცდენდნენ და ჩასაბარებლად ემზადებოდნენ.
რატომ ხდება დამამთავრებელ კლასებში დღეს, 12-წლიანი სწავლებისას იგივე?
მიზეზებს აბიტურიენტების მშობლები გეტყვიან, გამოსავალი კი მეგის აქვს კარგად დალაგებული Megi’s Podcast -ის მეოთხე ეპიზოდში. დამამთავრეველი კლასის მოსწავლეები არა 14, არამედ 4-5 სპეციალიბის საგანს და პროფორიენტაციას უნდა გადიოდნენ. მანამდე კი 14 საგნის მე-11 კლასში გადატანით მხოლოდ პრობლემისა და ბოთლნექის გაზრდას მიიღებენ.
კერძო სკოლის მოსწავლეებისთვის მეტ-ნაკლებად სრულყოფილი განათლების უფლების შენარჩუნება მავანთა შვილების პრივილეგიების განმტკიცების გარდა არაფერს ემსახურება – ეს “გამონაკლისი” მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ დეფორმის* საფუძველში არ დევს შედეგების ანალიზი, რომელზეც გასვლასაც ცდილობენ მისი ავტორები; სამაგიეროდ კარგად ჩანს, ვიზე იზოგება თანხა.





