ნინო ქორიძე – იდუმალი სილამაზის, ცნობილი ოჯახისა და წარმატებული კარიერის მიღმა: უმშვენიერესი მსახიობის უცნობი ამბები – Marao

ნინო ქორიძე ქართველი მსახიობია, რომელიც ცნობილი მსახიობის, კახა ქორიძის, ფილმ “ღიმილის ბიჭების” ვარსკვლავის, ქალიშვილია. მისი კარიერა და პირადი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესოა და ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.
ნინო ქორიძე ცნობილია თავისი როლებით ქართულ კინოში. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია ფილმი “ბესამე” (1989), სადაც მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. დიდხნიანი შესვენების შემდეგ, ნინო კინოს დაუბრუნდა და სერიალ “ცვალებად ნიშნებში” გამოჩნდა, სადაც მისი ვაჟი, ირაკლი კვირიკაძეც მონაწილეობს.
ნინო განსაკუთრებით პოპულარული იყო 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში. მაშინ ის სამოდელო სფეროთი და ხატვით იყო გატაცებული. სოციალურ ქსელში სწორედ მისი ამ პერიოდში გადაღებული შთამბეჭდავი ფოტოები ვრცელდება. გიზიარებთ უმშვენიერესი მსახიობის კადრებს და მოგიყვებით მისი ცხოვრების საინტერესო პერიოდების შესახებ.
6 წლის ასაკში ნინო დაქორწინდა დავით კვირიკაძეზე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, ირაკლი კვირიკაძე. მათი ოჯახი მალევე დაინგრა.
“16 წლის ვიყავი, როდესაც გავთხოვდი და იმდენად წავედი პირადულისკენ, რომ ხატვას, პრაქტიკულად, თავი დავანებე. მაშინ ხშირი იყო მოტაცებები და მეც ერთ-ერთი მოტაცებული აღმოვჩნდი. მართალია, მანქანაში ძალით არავის ჩავუტენივარ, გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ მოტყუებით აღმოვჩნდი ქალაქგარეთ. გარდატეხის ასაკის მერე, როდესაც უკვე აღარ ვთამაშობდი ბიჭებთან ფეხბურთს, დავსერიოზულდი და პრანჭვა დავიწყე, გავთხოვდი კიდეც. ჩემს დას, რომელიც ახლა 21 წლისაა, თექვსმეტის რომ გახდა და გავიაზრე, ზუსტად იმხელა ვიყავი, რომ გავთხოვდი, შოკში ჩავვარდი, გადავირიე – თურმე მთლად ბავშვი ვიყავი. ჩემი მეუღლე კი 18-ის იყო. ორ წელიწადში ერთმანეთს დავშორდით… პირველი ქმარი იყო დათო კვირიკაძე, „ბათურას“ ეძახდნენ. გვყავს ერთი შვილი, ირაკლი კვირიკაძე… ალბათ, ადრე გათხოვების ერთადერთი პლუსი სწორედ შვილია. თან ირაკლი მაღალი ბიჭია და, ვინც არ იცის, ყველას ჩემი ერთ-ერთი ძმა ჰგონია…” – ამბობდა ნინო წლების წინ.
· ახალგაზრდა წარმატებულ მსახიობს, ირაკლი კვირიკაძეს მაყურებელი უკვე კარგად იცნობს. ირაკლი რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ მთავარ როლს ასრულებს. ფილმის პრემიერა ბერლინის 68-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ირაკლი ევროპის ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობთა ათეულში მოხვდა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო დაიმსახურა. მისი ფილმოგრაფია, კარიერა და ცხოვრება მრავალფეროვანია. უფრო ვრცლად ირაკლი შესახებ წაიკითხეთ: ირაკლი კვირიკაძის ამერიკული თავგადასავალი
თორნიკე გოგრიჭიანი ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია. თორნიკემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმებით, როგორიცაა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და “შინდისი”. მისი ნამუშევრები არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
ნინომ და თორნიკემ ერთმანეთი სერიალის “გოგონა გარეუბნიდან” გადაღებებზე გაიცნეს. ნინო მეუღლეზე 13 წლით უფროსია, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა, ამას წყვილისთვის ბედნიერი ოჯახის შექმნაში ხელი არ შეუშლია.
· ასაკით უფროსი ცოლი, ჰოლივუდის ფილმში შესრულებული მთავარი როლი – თორნიკე გოგრიჭიანი
· “შვილისთვის, ზოგჯერ, უბრალოდ გვერდით ყოფნაც საკმარისია…” – თორნიკე გოგრიჭიანის ასაკით უფროსი მეუღლე, ოჯახი და საინტერესო ამბები
“როცა ვთხოვდებოდი, ამბობდნენ, ძალიან ცუდია, როდესაც ქალი კაცზე უფროსიაო. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის პლუს-მინუსები. ამის შემჩნევა ალბათ გვერდიდან უფრო შეიძლება. თორნიკე ჩემზე პატარა იქნება, დიდი თუ ჩემი ასაკის, რა მნიშვნელობა აქვს? ეს მთავარი არ არის. ჩვენ შორის ურთიერთობა შედგა, აღმოჩნდა, რომ თანამოაზრეები ვართ და თანხვედრა მოხდა.ჩემთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, ირაკლი როგორ მიიღებდა თორნიკეს, მეტი არაფერი. თორნიკე და ირაკლი კარგად უგებენ ერთმანეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ”, – ამბობდა ნინო.
ნინოსა და თორნიკეს ქორწილის კადრები დღემდე დიდ მოწონებას იმსახურებს. გამორჩეული წყვილი ამ მნიშვნელოვან დღეს სადა და ელეგანტური სამოსით გამოჩნდა. მოკრძალებული წვეულება და გარემო კი მათ სილამაზეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.
ნინო ქორიძესა და თორნიკე გოგრიჭიანს ერთი საერთო შვილი, ნატალია ჰყავთ. თორნიკე აქტიურადაა კინოსა და თეატრში დაკავებული, დიდხნიანი პაუზის შემდეგ კი საქმიანობას ნინოც დაუბრუნდა. ის შესანიშნავ ფორმაშია და მაყურებელი მისგან კიდევ უფრო მეტ დაუვიწყარ როლს ელის.