ნინო ქათამაძის კომენტარი გამჭვირვალობის კანონის პროექტის მიმართ, სულ ცოტა, უხერხულია – როგორც ჩანს, მიაწოდეს მზა ნარატივი, თუ რა უნდა ეთქვა და მან ის უშეცდომოდ გაიმეორა

ნინო ქათამაძის კომენტარი გამჭვირვალობის კანონის პროექტის მიმართ, სულ ცოტა, უხერხულია – როგორც ჩანს, მიაწოდეს მზა ნარატივი, თუ რა უნდა ეთქვა და მან ის უშეცდომოდ გაიმეორა
„ხალხის ძალის“ წევრი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ნინო ქათამაძის იმ კომენტარს გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემიგრანტებსაც შეეხება. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ნინო ქათამაძის კომენტარი სიცრუეა.
მეგრელიშვილის თქმით, ნინო ქათამაძეს არც წაუკითხავს ევროპულ გამოცდილებაზე შექმნილი ქართული სამართლებრივი დოკუმენტი და ამიტომ მისი ნააზრევი სრულიად აცდენილია შინაარსს.
“ნინო ქათამაძის კომენტარი გამჭვირვალობის კანონის პროექტის მიმართ, სულ ცოტა, უხერხულია. მას არც წაუკითხავს ევროპულ გამოცდილებაზე შექმნილი ქართული სამართლებრივი დოკუმენტი და ამიტომ მისი ნააზრევი სრულიად აცდენილია შინაარსს. მას, როგორც ჩანს, მიაწოდეს მზა ნარატივი, თუ რა უნდა ეთქვა და მან ის უშეცდომოდ გაიმეორა. მინაწერი: გამჭვირვალობის შესახებ კანონის პროექტი არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ეხება არც გრანტის მიმღებ სტუდენტს, არც ემიგრანტის ფულად გზავნილს საქართველოში, არც ფერმერს და სხვა. ნუ ავრცელებთ ტყუილს და სულ ცოტა, უხერხულ მდგომარეობაში ნუ აგდებთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს. ძალიან რთულად მისაღებია ფაქტი, რომ ამ ხალხს საკუთარი პროფესიის მიღმა ზოგადი აზროვნების კულტურა და გააზრების მინიმალური სტანდარტიც არ აქვს“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
ამ თემაზე:
ასე გვიხსნის ნინო ქათამაძე “რუსულ კანონს” (ვიდეო)

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი Human Right Watch -ს დასკვნაზე: როდესაც ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციით, ტყუილებით საკუთარ ავტორიტეტს არ უფრთხილდება ორგანიზაცია, ყველა მისი სიტყვა, რა თქმა უნდა, ეჭვს ბადებს შემდგომში