ნინო ქათამაძე მისი მოსაზრებების გამო იქნა დაჯარიმებული – ირმა ინაშვილი

ნინო ქათამაძე მისი მოსაზრებების გამო იქნა დაჯარიმებული”– განაცხადა პატრიოტთა ალიანსის მთავარმა მდივანმა ირმა ინაშვილმა “ობიექტივი”-ს ეთერში, როდესაც გამოეხმაურა მომღერალ ნინო ქათამაძისა და სხვა პირების დაჯარიმებას 5000 ლარით, რომლებიც ბათუმში, მოსამართლის სახლთან აქციას მართავდნენ.
“ჩვენ ვნახეთ კადრები, არაფერი კანონდარღვევა იქ არ ყოფილა, იდგა 10-12 ადამიანი და მოსამართლის სახლის წინ მართავდნენ აქციას, სადაც არც ძალადობას ჰქონდა ადგილი, არც დაპირისპირება იყო.
ნინო ქათამაძე არ არის არც მოჩხუბარი, არც კანონდამრღვევი, არც აგრესიული, უბრალოდ, ვიცით, რომ მისი პოლიტიკური სიმპატიები განსხვავებულია. იმის გამო, რომ მას სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს და სხვა პოლიტიკური ლიდერების თუ პარტიის მიმართ იხრება მისი სიმპატია, არ შეიძლება ამის გამო და მხოლოდ მოსაზრებების გამო იქნეს მიყვანილი სასამართლოში და დაჯარიმებული 5000 ლარით. არ არის ეს ის საქართველო, რაზეც ჩვენ 2011-2012 წლებში იმედებს ვაგებდით”– განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას