ნინო ქათამაძე: მარტივად გასაგები! სპორტსმენებს, მუსიკოსებს, რეჟისორებს მხატვრებს, მათაც…

“მარტივად გასაგები!
სპორტსმენებს, მუსიკოსებს, რეჟისორებს მხატვრებს, მათაც…
ვინც თვლის, რომ ხელოვნება და სპორტი დამოუკიდებელი და ,,არაპოლიტიკურია”,
ვინც არც ერთ შანს არ ტოვებს ოცნების პლაკატებით სავსე სცენები და წინასაარჩევნო შეკრებები ,,დაამშვენოს”, არამარტო მღერის ან მხარდაჭერას გამოხატავს, არამედ ერთგულებით ამაყობს. ეს იმ პოლიტიკოსების მხარდასაჭერად, ვინც ახალგაზრდებს სცემს და უკანონოდ აპატიმრებს მათი თავისუფალი აზრის გამო; ბავშვებს აშიმშილებს (ბავშვების ნაწილი სკოლებში შიმშილობს ); კორუფციაშია ჩაფლული, აშანტაჟებს ადამიანებს, ურეკავს საგინებლად, ამცირებს და სამსახურებიდან ათავისუფლებს დასავლური (ანუ ქართული) ღირებულებების მხარდაჭერის გამო.
ქვეყანა მიიყვანეს პოლარიზაციის უკიდურეს ზღვარზე, თავი მოგვაბეზრეს ნაცი და ქოცით… თქვენ შემდეგ გამოდიხართ სცენაზე და მოუწოდებთ ქართული ოცნების მხარდაჭერისკენ, უარეს შემთხვევაში კი ადგილს იკავებთ 84 გამყიდველის გვერდით, საარჩევნო სიაში.
როგორ ფიქრობთ, ეს ნიშნავს თუ არა, რომ თქვენ ეთანხმებით მათ ყველა დანაშაულში, რასაც ჩადიან?
იღებთ პასუხისმგებლობას ქვეყნის დასავლური მიმართულებით შეჩერებაზე?
ირანში სამძიმარზე არ გეკუთვნოდათ ჩასვლა? ის ,,პატიოსანი” კაცი მარტო რომ გაუშვით?
თუ, ფიქრობთ, რომ თქვენი საქმე მხოლოდ სიმღერაა, სპორტია, ხატვაა.?!
თუ კი, გიფასებთ ერთგულებას…
ევროპული მომავლის იმედით!” – წერს სოციალურ ქსელში ნინო ქათამაძე.

ასევე დაგაინტერესებთ