ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ფოჩხუა დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: სახელმწიფომ არ უნდა გარისკოს მედიკამენტის შეძენა, რომლის ეფექტურობა დადგენილი არ არის, ის კი არა და ბევრი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა

ეს არის წამლების მაფია და რა გასაკვირია, რომ გამწარებული მშობელი დაარწმუნო შენს სასარგებლოდ. ასე იყო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, მთავრობა ბრმად დათანხმდა მედიკამენტის შეძენას, შედეგი კი არ არის, რეალურად მილიონები გადაიყარა წყალში – წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, კუნთოვანი ატროფიის შემთხვევაში, კვლევაც კი არ არსებობს, რომ მედიკამენტი, რომელსაც ითხოვენ მშობლები, შველის კუნთოვან ატროფიას, ის კი არა და ბევრჯერ წამალმა სიკვდილიც კი გამოიწვია.
მისი შეფასებით, სახელმწიფომ არ უნდა გარისკოს მედიკამენტის შეძენა, რომლის ეფექტურობა დადგენილი არ არის.
„მსოფლიოში ყოველწლიურად უამრავი მედიკამენტი იქმნება, რომელიც აუცილებლად ხანგრძლივ კვლევებში ჯდება, გამორიცხულია წამალი დარეგისტრირდეს კვლევების გარეშე, ისიც ვიცით, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები შედიან სხვადასხვა ქვეყნებში და დიდი ფულის სანაცვლოდ გამოსაცდელ მედიკამენტს იმ ქვეყნის მოქალაქეებზე ცდიან. ეს არის წამლების მაფია და რა გასაკვირია, რომ გამწარებული მშობელი დაარწმუნო შენს სასარგებლოდ. ასე იყო აქონდროპლაზიის შემთხვევაში, მთავრობა ბრმად დათანხმდა მედიკამენტის შეძენას, შედეგი კი არ არის, რეალურად მილიონები გადაიყარა წყალში.
კუნთოვანი ატროფიის შემთხვევაში, კვლევაც კი არ არსებობს, რომ მედიკამენტი, რომელსაც ითხოვენ მშობლები, (არა და მე მათი ძალიან კარგად მესმის, არ ვიცი მე როგორ მოვიქცეოდი) შველის კუნთოვან ატროფიას, ის კი არა და ბევრჯერ წამალმა სიკვდილიც კი გამოიწვია, ამიტომ მე მგონია, რომ სახელმწიფომ არ უნდა გარისკოს მედიკამენტის შეძენა, რომლის ეფექტურობა დადგენილი არ არის, ის კი არა და ბევრი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.“ – წერს ფოჩხუა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.