კითხვის დრო: 3 წთ.ანსამბლ “სუხიშვილების” ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ანსამბლის სახელით არასდროს წავა რუსეთში:
“ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, არასდროს არ ყოფილა ისტორიასაც რომ გადავხედოთ. არასდროს არ იყო მეგობრული საქართველოს მიმართ. ხანდახან ცოტა გაუგებარია ჩემთვის, სხვადასხვა არხებს რომ ვუსმენ, მგონია, რომ სხვადასხვა ქვეყანაზე ლაპარაკობენ. ერთიანობა არის დარღვეული, აზრების გაყოფა, აგრესია, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და არ არის სასიამოვნო. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს, ვთვლი, რომ ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი. ვემსახურები მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას, ეროვნულ საქმეს და ჩემი ოჯახის სამმა თაობამ ფაქტიურად მთელი ცხოვრება ამას შესწირა და დასანანია, როცა ჩვენ ქვეყანას სხვა ქვეყნები არ უყურებენ კარგი თვალით.
გაიხსენეთ:
ბევრ მოწვევაზე რუსეთში სულ უარს ვამბობდით და ახლა უკვე აღარც გვეძახიან. წლების წინ დაგეგმილი იყო რუსეთში კონცერტი 2 წლით ადრე და უარი რომ ვთქვით, მოგვიწია დიდი ჯარიმის გადახდა, მაგრამ არ წავედით. რუსოფილობას კი გვაბრალებენ, მაგრამ ეს კომიკურია, მართლა ვინც დადიოდა რუსეთში და კრემლში ცეკვავდა, მათი ხსენება არ არის, ამიტომ მეც შევინარჩუნებ კორექტულობას, კოლეგიალობას და არავის დავასახელებ. არც მახსოვს მისი გვარი, რომელიღაც პარლამენტარმა დაგვაბრალა რუსოფილობა. ალბათ ის არ იცოდა, რომ ბებია მყავდა რუსი, თორემ ამასაც წამომაძახებდა.
რომ ამბობენ სხვა ძალებისგან იმართებიანო, კომიკურია და ძალიან არასერიოზულად ჟღერს. ვინ რა უნდა მითხრას? მე ვარ სახელმწიფო ანსამბლი, თუ ვინმე რამეს მეტყვის, მეტყვის სახელმწიფო. მე ჩემი სახელმწიფოს ინტერესებს სულ დავიცავ, ვინც არ უნდა იყოს სათავეში. სახელმწიფო ანსამბლის სახელით მე არასდროს წავალ რუსეთში, იმიტომ რომ ვთვლი, ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და კიდევ ბევრი რამ რომ არ ჩამოვთვალო, რასაც გვიშვება რუსეთი, ვთვლი, რომ არ არის კორექტული იქ გასტროლებით სიარული. ვინ რა უნდა დამიშალოს და ამიკრძალოს? რომელი ძალებით უნდა ვიმართებოდეთ? რაზეა ლაპარაკი? ჩვენ სულ ვცდილობდით ჩვენი საქმიტ ვყოფილიყავით დაკავებულები. ჩვენ გვაქვს ის ოპრივილეგია, რომ ეროვნულ საქმეს ვაკეთებთ და ეს არის პატრიოტული საქმე. ვთვლი, რომ ამას ქვეყნმის სხელით ვაკეთებთ და ჩემმა საქმემ არ უნდა ავნოს ჩემს ქვეყანას, პირიქით, უფრო კარგად უნდა წარმოაჩინოს. ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ავარჩოთ სად წავიდეთ და სად აეა, სხვებისგან განსხვავებით. არც ბელორუსიაში არ დავდივართ უკვე წლებია, იმიტომ რომ არ მომწონს ამ ქეყნისმ პოზიცია. რომელ ქვეყანასაც ჩემი ქვეყნის მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვს, იქ წავალ.”

