ჟურნალისტი ნინო სტურუა სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს კუს ტბაზე სალომე ზურაბიშვილს “დუბინკებით და ჯოხებით ჯგუფურად მოსიარულე ტიპებმა” შეურაცხყოფა მაშინ მიაყენეს, როცა ის შვილიშვილთან ერთად სეირნობდა.
“ჩემ ცხოვრებაში არავის ფანი არ ვყოფილვარ, მითუმეტეს პოლიტიკოსის. საერთოდაც არ მესმის რატომ უნდა გიყვარდეს პოლიტიკოსი???
პატივისცემა, აზრის გაზიარება კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რა შუაშია სიყვარული და მერე ტუფლებიდან ამოხტომა ამ ავადმყოფური ემოციისთვის???
მოკლედ, რატომ ვწერ ახლა ამდენს. ამ ადამიანისთვის ხმაც არ მიმიცია. ეგ კი არა, ქარტიაც დავუწუნე, მაგრამ! წარმოუდგენელია რასაც ე.წ. მამრები კადრულობენ ხოლმე.
დუბინკებით და ჯოხებით ჯგუფურად მოსიარულე ტიპები, აი ისინი, რომ ჰგონიათ, რაც უფრო ხმამაღლა იბილწსიტყვავებენ, მათი კაცური ეგოც უფრო იყივლებს.
შვილიშვილთან და გომბორასთან ერთად იყო დღეს კუს ტბაზე. სიმართლე გითხრათ, გომბორა ვიცანი პირველი, მაგრამ უცებ ღრიალი და მოგუდული გინება რომ ატყდა, გადავირიე.
ავდექი, მე ერთი ცალი! აი ის, ხმაც რომ არ მიმიცია თავის დროზე და ჯინაზე ჩამოვუდექი საჭორაოდ, ყურიდან ყურამდე გაღიმებული.
იმ კაცების ჯოგს გავეჭიმე, არჩევნების დროს ჯგუფურად რომ ხაზეს 48 !!! და მაშინ ამის გამო გვეჩხუბებოდნენ, რატომ არ ხაზავთო.
პრეზიდენტი წავიდა. ის დაცვით იყო, რა ენაღვლება მე და ტასო დავრჩით მმკ-ს და ალტინფოს მსგავსების გარემოცვაში, ხოდა ვზივარ ახლა მარტო, მზეზე მიფიცხებული და მართლა მეტირება. რა ჯანდაბას დაამსგავს ეს ქვეყანა. ყველამ!!!
აგრესია, ღვარძლი, ბოღმა ყველა კუთხეში ოღონდ რამე დაგიშავონ, გატკინონ…
განსაკუთრებით ასეთი ჯოხებზე და ბიტებზე მიბმული კაცებია საოცარი სექტა. მაგრამ, სულ მგონია, რომ ასეთებს სახლში ცოლები სცემენ. აი რა ვქნა, ასე მგონია.
P.S. მამული, ენა, სარწმუნოებაა ქალის გინება, აბა რა! თან შვილიშვილთან ერთად როცაა”- წერს ჟურნალისტი.