ნინო ჟიჟილაშვილი – ეს რეჟიმი ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მედია არის ერთ-ერთი სამიზნე სუბიექტი

„ბათუმელები“ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის, ყველაზე გამოცდილი – სხვადასხვა რეჟიმის დროს თავისი პრინციპულობის გამომხატველი მედიასაშუალება და მისი ასეთი სამაგალითოდ დასჯა, არის აბსოლუტურად, გამიზნული აქტი, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ ს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
მისივე თქმით, ახლა დროა კრიტიკული მედიასაშუალებები გაერთიანდნენ, რადგან შესაძლოა, მედიაზე თავდასხმების პროცესი გაგრძელდეს.
„ეს რეჟიმი ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მედია არის ერთ-ერთი სამიზნე სუბიექტი რეჟიმის. მედია იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი მისგან სრულად დამოუკიდებელი სივრცე (ვგულისხმობ კრიტიკულ მედიას), რომელსაც ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ მოუხერხა.
„ბათუმელები“ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის, ყველაზე გამოცდილი, სხვადასხვა რეჟიმის დროს თავისი პრინციპულობის გამომხატველი მედიასაშუალება და მისი ასეთი სამაგალითოდ დასჯა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად, გამიზნული აქტი. ამიტომ გასაკვირი არაფერია, ეს არის რეჟიმის ჩემი აზრით, ბოლო პერიოდი, სადაც ის ხდება განსაკუთრებულად აგრესიული. მით უმეტეს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის პროცესში იყენებს რუსულ მეთოდიკას. კრემლის სახელმძღვანელოთი დაგეგმილ აქტივობებში ჟურნალისტებზე თავდასხმები არის ერთ-ერთი მთავარი, ამიტომ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ კრიტიკული მედია ისე ერთად უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს და ჩვენ შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად შედეგი დავაყენოთ. რეჟიმი ბოლო დღეებს, თვეებს ითვლის და ჩვენ ამაში ჩვენი წვრილი უნდა შევიტანოთ, როგორც პროფესიული საქმიანობით, ასევე მოქალაქეობრივით“, – განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
ცნობისთვის, ს საქალაქო სასამართლოში, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 2022 წლიდან ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა ჩვენი ევროინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება