ნინო ჟვანია: თუ კი სიმართლეა რომ მშპ გაიზარდა და სემიჩკის გამყიდველ ბებოს ჯიბეში ბღუჯა ფული უდევს, თუ ტურისტი არ გვაკლია, ინვესტიციები გაზრდილია და საერთოდ, მშვიდობის, სიყვარულის და ღიმილის ქალაქი ვართ, მაშინ …

ჟურნალისტი ნინო ჟვანია:
ბევრი თვის წინ მითხრეს, მარკეტებიდან მასიურად იპარავენ “პრეზიდენტის” ფირმის კარაქს და ამას არასრულწლოვნები აკეთებენ, რადგან პოლიცია მათ არ იჭერსო. ისიც მითხრეს, ვაგზალზე ‘ოპტავოიში’ მიაქვთ ბავშვებს ეს მოპარული კარაქი და იქ 5 ლარად იბარებენო. ეს უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ ამდენი დანაკლისით შეწუხებულმა მარკეტის მენეჯმენტმა ასეთი გამოსავალი მონახა და დღეიდან კარაქიც ხიზილალასავით სპეციალურ კონტეინერში გაიყიდება.
მახსოვს 3 წლის წინ იუნისეფის კვლევა იყო და მერე სხვა სტატისტიკაც დაიდო, საიდანაც ირკვეოდა რომ ქვეყანაში ყოველი მეოთხე ბავშვი შიმშილობს. ქართველი პარლამენტარები ხელის აქნევით იშორებდნენ ჟურნალისტს ამ შეკითხვით – ტყუილიაო. ერთი ლადო კახაძე იყო მახსოვს და სხვებსაც იგივე პასუხი ქონდათ.
თუ კი სიმართლეა რომ მშპ გაიზარდა და სემიჩკის გამყიდველ ბებოს ჯიბეში ბღუჯა ფული უდევს, თუ ტურისტი არ გვაკლია, ინვესტიციები გაზრდილია და საერთოდ, მშვიდობის, სიყვარულის და ღიმილის ქალაქი ვართ, მაშინ ეს კონტეინერი რას ნიშნავს? რისი მაჩვენებელია? ისე თუხთუხებს ეკონომიკა ხელი რომ არ დაგწვათ ასე მოკიდეთო?

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია