ნინო ჟვანია: გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე, გულმხურვალე ხელოვანი, თავისი გულწრფელობის და ღალატის მსხვერპლია… მისი სახელი გამოიყენეს… ის კი ისეთი ამაყია, ამას, ეჭვი მაქვს, არ აღიარებს და ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს…

პიანისტი, ნინო ჟვანია:
რაც არ უნდა ბევრი ვწეროთ და ვისაუბროთ, ბოლომდე ვერ გამოვხატავთ, რა სიდიდის ვარსკვლავია პაატა ბურჭულაძე. ჩვენ ბევრი ვარსკვლავი გვყავს და გვყოლია, მაგრამ ჩემი აზრით, ასეთი წარმატებისთვის მაინც არავის მიუღწევია…. ჩემი აზრია, შეგიძლიათ არ დამეთანხმოთ….
იმ ქართველ ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც დაიპყრეს მსოფლიო საოპერო სცენები, მგონი, ძალიან ცოტაა, ვის წარმატებაშიც ლომის წილი პაატა ბურჭულაძეს არ მიუძღვის… ამ ადამიანმა არა თუ ასახელა საქართველო თავისი შემოქმედებით, მან ხელი შეუწყო იმას, რომ ქართული ვოკალური სკოლის სახელი ათწლეულებია არ ხუნდება საოპერო სფეროში…
დღეს ეს ადამიანი ციხეშია და მას 9 წელი ემუქრება. ეს დღეები რაც ვნახე და წავიკითხე, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე, გულმხურვალე ხელოვანი, თავისი გულწრფელობის და ღალატის მსხვერპლია… მისი სახელი გამოიყენეს… ის კი ისეთი ამაყია, ამას, ეჭვი მაქვს, არ აღიარებს და ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს…
ამ ადამიანს ჰქონდა ისეთი კარიერა, რომ ცხოვრების ეს პერიოდი მშვიდად გაეტარებინა ევროპაში…. მაგრამ მან აქ ყოფნა არჩია და დღეს ციხეშია! მან თავისი თავისფულება და სიცოცხლეც კი სასწორზე დადო და დიდი უსინდისობა იქნება, მას ეს არ დავუფასოთ! ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავარკვიოთ, რა მოხდა სინამდვილეში…
მე, პირადად, 4 ოქტომბერს მოვედი პაატა ბურჭულაძის მიერ გამოცხადებულ მშვიდობიან (!) სახალხო კრებაზე და ჩემთან ერთად ათასობით, თუ არა ასი ათასობით ადამიანი იდგა თავისუფლების მოედანსა და რუსთაველზე. მე პირადად, გავაგრძელებ მშვიდობიან (!) პროტესტს და ახლა ჩემით დავითვლი, რომელი დღეა, რაც ქუჩაში ვდგავართ…
ეს ზოგადად… ახლა კი რისი მჯერა… მჯერა, რომ დანაპირებს შემისრულებს… ყველაფერი რომ დამთავრდება, ერთ კონცერტს გავაკეთებთ… რეპერტუარი შემომთავაზა რამდენიმე კვირის წინ, რუსთაველზე… ჯერ არ გეტყვით. სიურპრიზი იქნება! სანამ ის ციხეშია, ვიმეცადინებ… რომ გამოვა, ფორმაში უნდა დავხვდე! ❤
P. S. დისკუსიაში არ შემოვალ… ჩემი მოსაზრებაა, სხვა არაფერი… მაპატიეთ, თუ სუბიექტური ვარ… მაქვს უფლება ❤ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წავშლი. ამის უფლებაც მაქვს