ნინო ჟვანიამ პოზნანის ალტისტების საერთაშორისო ფორუმი 2025 გახსნა

Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, თბილისის კონსერვატორიის ასოც. პროფესორი ნინო ჟვანია პოლონეთში, ქალაქ პოზნანში იმყოფებოდა.
მან ცნობილ პოლონელ ალტისტთან მარჩინ მურავსკისთან ერთად გახსნა პოზნანის ალტისტების საერთაშორისო ფორუმი 2025.
კონცერტი მთლიანად ქართულ მუსიკას დაეთმო, შესრულდა სულხან ცინცაძის, გია ყანჩელისა და ეკა ჭაბაშვილის ნაწარმოებები ალტისა და ფორტეპიანოსთვის.
ნინო ჟვანიამ ასევე ჩაატარა მასტერკლასები პოზნანის მუსიკის აკადემიის საფორტეპიანო მიმართულების სტუდენტებთან და საქმიანი შეხვედრები გამართა პოზნანის აკადემიის ვიცე-რექტორ სიმონ მუსიოსსა და საფორტეპიანო მიმართულების ხელმძღვანელ იაცეკ კორტუსთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?