ნინო ორდენიძე:
ვართ კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში სადაც 18 წლის შშმ მოზარდი აპარატზე შეერთებული იბრძვის, რომ გადარჩეს!
გიო გუშინ გახდა ცუდად,დაეწყო გაურკვეველი ტკივილები,გაურკვეველი იმიტომ,რომ გიო ვერ საუბრობს და არ შეუძლია გაგვაგებინოს რა ჭირს,რა ტკივა და რა აწუხებს.გუშინ დილიდან მაიკო გიოს დედა ცდილობდა დაეწვინა კლინიკაში,რომ გაეგოთ რა ჭირს ბავშვს.ოთხმა კლინიკამ ბავშვი არ მიიღო,ზოგმა რა მოიმიზეზა და ზოგმა რა!ერთმა კლინიკამ ისიც იკადრა,რომ ემერტეს აპარატი არ გვაქვსო!5-საათიანი წამების მერე დედამ დაურეკა პატრულს და ისე მივიდა ჯეო ჰოსპიტალში!აქაც არ იღებდნენ გიოს,მაგრამ ბოლოს როგორც იქნა სხვა გზა რომ აღარ დარჩათ მიიღეს!მიიღეს კიდევ ხმამაღალი ნათქვამია!ბავშვი შეიყვანეს ემერჯენსში სადაც როგორც მოჩვენებას ისე უყურებდნენ!არავინ არ იცოდა რა უნდა ექნათ ამ დროს,არავინ არ იცის ჩვენა კლინიკებში როგორ უნდა მართონ პაციენტი,თუ ის შშმ პირია და აქვს მძიმე ქცევა!არავინ კლინიკაში არ იცის რა უნდა ქნან ამ დროს,იციან მარტო ერთი რამე,გისტუმრებენ ფსიქიატრიულში!
შეაფასეს გიო,ჩაუტარეს კვლევები და დაუდგინეს რომ ჰქონდა კარიესი და ტკიოდა კბილი!
დედას უთხრეს,რომ რადგან ბავშვს აქვს ქცევის დარღვევა უნდა გადაიყვანონ ფსიქიატრიულში და რომ არ იყო მათი პაციენტი!
დედამ აუხსნა რომ თუ ეს იყო კბილის ტკივილი უნდა დაეტოვებინათ და აქ გაეკეთებინათ!
არ იტოვებდნენ და დიდი ომია შემდეგ გადაწყვიტეს გაეკეთებინათ დამამშვიდებელი და დალოდებოდნენ დილას სანამ მოვიდოდა სტომატოლოგი!ძირს დაგდებული ბავშვს გაუკეთეს ნემსი და დააძინეს!
დედას უთხრეს,რომ რადგან არაფერია კვლევებში და ანალიზებში საშიში,არ იყო სიცოცხლისთვის საშიში არაფერი,უნდა დალოდებოდნენ ექიმს!
დღეს დილით იმსჯელეს და გადაწყვიტეს რომ გაეკეთებინათ კბილზე ოპერაცია რადგან ჰქონდა კარიესი და უნდა ამოეღოთ 2 კბილი!
დედას მოაწერინეს ხელი ნებართვის დოკუმენტზე,რომ შეეყვანათ ოპერაციაზე და შეიყვანეს ბავშვი!
დაახლოებით 40 წუთში ჩამოვიდა ექიმი და უთხრა დედას და ოჯახის ახლობლებს,რომ გიო უცბათ დამძიმდა,დაუვარდა სატურაცია და იძულებულები გახდნენ შეერთებინათ აპარატზე და დააინტუბირეს!
დღეს გაირკვა,რომ გიოს ჰქონია უმძიმესი ფორმის პნევმონია ორივე ფილტვზე,ისეთი მძიმე რომ გახდა გადასაყვანი ხელოვნურ სუნთქვაზე!
გამაგებინეთ რა გახდა ამ ქვეყანაში კლინიკებში ექიმენის გადამზადება,რომ შეძლონ შშმ პირის მართვა!რომ იცოდნენ როდის ტკივათ,როდია შიათ!როდის ცივათ!გაიგონ რა შეიძლება იყოს ასეთ დროა ქცევის დარღვევის წინაპირობა!რომ გაიგონ ეს ქცევა როდისაა დარღვეული ტკივილის გამო და როდისაა ეს შფოთვა ან ტანტრუმი!
ბავშვი რომელსაც გუშინ ფსიქიატრიულში ატანდნენ დედას,ეხლა აპარატზეა შეერთებული და სიკვდილს ებრძვის!!!
რამდენი შშმ პირი უნდა შეეწიროს დილეტანტობას და გულგრილობას?!
გამოფხიზლდით!
ამ წუთას ყველაზე მნიშვნელოვანია გიო გადარჩეს!