ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის ქალიშვილს, ასევე მსახიობ ნინო ნინიძეს 13 ივლისს 34 წელი შეუსრულდა. ნინოს ანგარიშზე 40-მდე ნამუშევარია ფილმებსა და სერიალებში, ასევე მონაწილეობს სატელევიზიო შოუებში. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, მან უკვე მოასწრო დაქორწინება, განქორწინება, რომანის გაბმა ქსენია სობჩაკის ყოფილ ქმართან, რომელსაც ომის დაწყების შემდეგ დაშორდა და ახლა ისევ აპირებს დაოჯახებას.
საკუთარი თავის ძიებაში: ბავშვობა ომის დროს და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა
ნინო ნინიძე 1991 წლის 13 ივლისს დაიბადა. მისი ბავშვობა რთულ პერიოდს დაემთხვა: თბილისში ომი იყო, სახლში ხშირად არ იყო არც შუქი, არც ცხელი წყალი, ცივი კი შეფერხებით მოდიოდა. მამამ, მხატვარმა მიხეილ ბუჩენკოვმა, ოჯახი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა, როცა ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყო. მიუხედავად ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარსებობისა და მუდმივი შიშისა, პანიკა არ იყო – როგორც ის ამბობს, დედამ, მსახიობმა ია ნინიძემ, მოახერხა სახლში ისეთი ატმოსფეროს შექმნა, სადაც სითბო, რწმენა და უსაფრთხოების განცდაც კი შენარჩუნებული იყო. როდესაც ია ნინიძე მოსკოვის დასში მიიწვიეს, ოჯახი რუსეთის დედაქალაქში გადავიდა. გოგონა თავდაპირველად ქართულ სკოლაში მივიდა, მაგრამ თანატოლებთან კომუნიკაციაში ენობრივი სირთულეების წინაშე აღმოჩენისას, დაჟინებით მოითხოვა რუსულ სკოლაში გადაყვანა.
მოზარდობის ასაკში ბედს სხვადასხვა მიმართულებით ცდიდა. ბალეტი, ვოკალი, ფერწერა… მაგრამ უფროს კლასებში მიხვდა, რომ სცენა ყველაზე ახლოს იყო მასთან.
ნინოს კინოდებიუტი სერიალში “ერთხელ მილიციაში“ შედგა, რასაც მოჰყვა გადაღებები ფილმებში “დუელი“ და “უკეთესი ძმა არ ყოფილა“, სადაც მისი გმირის უფროსი ასაკის როლი მისმა დედამ ითამაშა. 2017 წელს, ნინომ გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო მუსიკალურ კონკურსში. ბრმა მოსმენებზე არც ერთი მენტორი არ შემობრუნდა. მსახიობის თქმით, შოუში ის მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პერიოდში წავიდა, შემდეგ კი დიდხანს საყვედურობდა საკუთარ თავს და თვითგვემაში იყო, რაც მის ისედაც არცთუ ისე სტაბილურ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამძიმებდა.
პირადი ცხოვრება: ქორწინება, განქორწინება და ახალი რომანები
მომავალი მეუღლე, კირილ პლეტნიოვი ნინომ 2015 წელს “ვგიკ-95-ის კინომატარებლის“ პროექტის ფარგლებში გაიცნო. იმავე წელს ცნობილი გახდა, რომ ნინო ბავშვს ელოდებოდა. კირილის გვერდით ნინო ნინიძე ძალიან ბედნიერი ჩანდა. მალე მან ვაჟი, ალექსანდრე გააჩინა.
ნინოსა და კირილის ერთობლივი ცხოვრება თანდათან შემოქმედებით თანამშრომლობაში გადაიზარდა: პლეტნიოვმა, რომელიც რეჟისურით იყო დაკავებული, ნინო გადაიღო თავისი ფილმის “დაწვი!“ ერთ ეპიზოდში, და სწორედ ამ ფილმის პრემიერის დღეს სთხოვა ხელი. მალე ოფიციალურად იქორწინეს. ჟურნალისტებთან საუბარში ნინო თავის ოცნებებზე ჰყვებოდა, რომ ოდესმე ის მეუღლესთან ერთად დაასრულებდა კინოკარიერას და პატარა არტ-კაფეს გახსნიდა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ფილმების ყურება, წიგნების კითხვა და უბრალოდ, დროის გატარება ახლობლებთან. მათ სახელიც კი მოიფიქრეს წინასწარ – KiNo, როგორც მათი კავშირისა და საერთო ხედვის სიმბოლო.
2019 წლის დასაწყისში გავრცელდა ხმები, რომ კირილი და ნინო არცთუ ისე მარტივ პერიოდს გადიოდნენ. მიზეზი ნინოს ფოტოები გახდა ფიოდორ ბონდარჩუკის ვაჟის, სერგეის კომპანიაში, რომელიც იმ დროს მეუღლესთან დაშორების პროცესში იმყოფებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ ცნობილი გახდა , რომ წყვილი “დაიშალა…”
განქორწინებაზე კომენტარისას ნინომ თქვა, რომ მათი ურთიერთობები ბუნებრივ დასასრულამდე მივიდა, თუმცა ორივეს ამ ქორწინებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი დარჩათ – ვაჟი, რომელიც ორივეს უყვარს. ნინოს თქმით, ერთად გატარებული დრო ბედნიერი იყო, მაგრამ ახლა მათი გზები გაიყო.
სიყვარულის ძიებაში: რომანი მაქსიმ ვიტორგანთან
განქორწინებიდან გარკვეული დროის შემდეგ ნინო ნინიძე მაქსიმ ვიტორგანის გარემოცვაში შეამჩნიეს. მაშინ ორივე წინა ურთიერთობების დასრულებას განიცდიდა, ხოლო მოსკოვში სპექტაკლზე ერთად გამოჩენამ ახალ რომანზე საუბრის საფუძველი მისცა. თუმცა, ნინო, საზოგადოების ვარაუდების საწინააღმდეგოდ, ამტკიცებდა, რომ ოფიციალურად არ დაუსრულებია განქორწინების პროცესი და ამიტომ არ ფიქრობდა ახალ ურთიერთობებზე.
მაგრამ უკვე რამდენიმე დღის შემდეგ ცხადი გახდა, რომ ყველაფერი არცთუ ისე ცალსახა იყო. ჯერ წყვილის ფოტოები გამოჩნდა ოდესიდან, შემდეგ – მორიგი კინოპრემიერიდან, მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ შეყვარებულები შვებულებაში საბერძნეთში გაემგზავრნენ ბავშვებთან ერთად: ნინომ წაიყვანა ვაჟი საშა, მაქსიმმა კი – სამი შვილი წინა ქორწინებებიდან. მაგრამ ამავე დროს, პირად ცხოვრებაზე კითხვებზე პასუხს ნინიძე თავს არიდებდა.
მსახიობის რომანი სობჩაკის ყოფილ ქმართან საკმაოდ სწრაფად დასრულდა. ვიტორგანი სხვა გოგოსთან კოცნისას შენიშნეს, რის შემდეგაც ის არასოდეს გამოჩენილა ნინო ნინიძის საზოგადოებაში. უფრო მეტიც, ახლა ისინი დემონსტრაციულად ერიდებიან ერთმანეთს. 2024 წელს ნინიძემ გულშემატკივრებს ახალ რომანზე საუბრის საფუძველი მისცა.
თავის დაბადების დღეზე გამოაქვეყნა პირადი არქივიდან ფოტოების სერია, რომელთა შორის ყველაზე მეტი იყო ალექსეი ლისაკოვთან, ინდი-მომღერალთან, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Eto Leon.
მან თავის გვერდზე გააზიარა ვიდეო, რომელშიც ნინოს თავის სიყვარულს უწოდებს. თუმცა, ამ ისტორიას არანაირი განვითარება არ ჰქონია. მალე მსახიობის გვერდით მიხეილ კრემერი გამოჩნდა. მაშინ ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა: “33 უკვე! საკმარისია თამაში! ახლა უნდა ვიცხოვრო საკუთარი თავისთვისაც. არ მაქვს დრო გაუფასურებისთვის, გაურკვევლობისა და შიშისთვის. როგორც ჩანს, სწორი კურსი ავიღე.“
ახალი თავი: ბედნიერება მიხეილ კრემერთან ერთად
მიხეილ კრემერი ნინომ 2023 წელს გაიცნო კომედიური სერიალის გადაღებებისას. მაშინ ორივე ამტკიცებდა, რომ მათ მხოლოდ სამუშაო აკავშირებდათ. თუმცა, 2025 წლის დასაწყისში სოციალურ ქსელებში მსახიობების ერთობლივი ფოტოები გამოჩნდა. 2025 წლის გაზაფხულზე, მიხეილის დაბადების დღეს, ნინომ საზოგადოებას პირადი არქივიდან ვიდეო აჩვენა.
ვიდეოში ერთობლივი მოგზაურობების კადრები, ნაზი ჟესტები, გულწრფელი მზერა ჩანდა. ბოლოს კი კრემერი ნინოს თითზე ბრილიანტის ბეჭედს უკეთებს. ამას არც განმარტებები, არც ხმამაღალი განცხადებები არ მოჰყოლია. ყველაფერი ისედაც ცხადი იყო…