ნინო ნადირაძის მაზლი, ექიმი ალექსანდრე კუზანოვი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარშზე იმყოფებოდა

გუგა კუზანოვის ძმა, ალექსანდრე კუზანოვი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მარშზე იმყოფებოდა – ექიმი “პირველებთან” ამბობს, რომ თითოეული ქართველის ბედი ახლა წყდება.

“მშვიდობიანად ვცდილობთ მივაღწიოთ იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის” – აცხადებს ალექსანდრე კუზანოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

“ჩვენი მომავალი ევროპაა. ამის გარეშე წინსვლა შეუძლებელია. ბავშვების მომავალი დღეს წყდება. უნდა ვიდგეთ და ვიაროთ წინ. უნდა შევებრძოლოთ ბოლომდე. მთლიანად ერი გაერთიანებულია. მშვიდობიანად ვცდილობთ მივაღწიოთ იმ სიმართლეს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის”, – ამბობს ალექსანდრე კუზანოვი.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?